დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ექცევიან პაციენტებს "ჩემი ოჯახის კლინიკის" ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/04/03 15:22:12

რატომ არ ვარგა საყოველთაო დაზღვევა?

 

საყოველთაო დაზღვევას, რომელსაც, როგორც გვაჯერებდნენ, უნდა გამოეჯანმრთელებინა სრულიად საქართველოს მოსახლეობა, დღეს იგივე ფუნქცია აქვს, რაც მის არქონას: ხალხის ჯიბის დაცარიელება. პაციენტები საავადმყოფოში იმ იმედით მიდიან, რომ მთავრობის „საჩუქარი“ გამოიყენონ და საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციონ ყურადღება. მაგრამ, იქ რა ხვდებათ? გულგრილი  და გამომძალველი ექიმები დამცინავი სახეებით, რომლებიც, როგორც კი იგებენ, რომ დაზღვევით პაციენტს უფასოდ მომსახურება ეკუთვნის, სწრაფად მოიშორებენ ხოლმე თავიდან, ან ზერელედ დასმული დიაგნოზით გადაამისამართებენ კოლეგებთან. ეს კოლოეგები კიდევ სხვა კოლეგებთან და ასე დაუსრულებლად, გავითვალისწინოთ, რომ დაზღვევა არ აფინანსებს ყველა საჭირო ექიმთან ვიზიტს , აქედან დასკვნა: მარტო ექიმების „კოლეგიალურობაში“ უწევს პაციენტს იმდენის გადახდა, რაც, ალბათ, საკმარისი იქნებოდა საყოველთაო დაზღვევის გარეშეც.

 

საყოველთაო დაზღვევაში არ შედის ის ძირითადი სამედიცინო  მომსახურეობები, რაც ხშირად ესაჭიროება მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ოპერაციებს არ აფინანსებს დაზღვევა, თუ პაციენტი სიკვდილის პირას არ არის მისული, ან გახეთქილი აპენდიციტისგან გაშავებულს არ მიიყვენენ საავადმყოფოში.

 

პრეტენზიები საყოველთაო დაზღვევის მიმართ უკვე მასშტაბურია და ამიტომაც ერთი კონკრეტული პაციენტის მონათხრობში, შეიძლება, ბევრმა ამოიკითხოს საკუთარი პრობლემა.

 

პაციენტი:  „ჩვენ მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს ვაფინანსებთ და მანამდე კი აიტანეთ, გენაცვალე, ტკივილებიო, გაიძახიან ექიმები და ამ გულგრილობით კი ისეთი ადამიანები მიჰყავთ სასწრაფოდ საოპერაციომდე, რომელთათვისაც, თავის დროზე რომ მიექციათ ყურადღება და ზუსტი დიაგნოზის დასმაში გაეწიათ შეღავათები, ოპერაცია არ იქნებოდა საჭირო. მაგრამ, კანონი ასეთიაო, თავს ამით იმართლებენ ჩვენი „მზრუნველი“ ექიმები, შეიძლება ასეთი რამ? მარტო აქეთ-იქეთ სირბილში გადამახდევინეს უკვე 300 ლარი. „ეხო“ ჩვენთან უნდა გადაიღოთო, ანალიზები ჩვენთან უფრო საიმედოაო, აბა, კიდევ ერთხელ კონტროლი გავაკეთოთო და ა.შ. ამ ვითომ წვრილმანებში წავიდა დრო და ფულიც.“


აი, მაგალითად, რამდენიმე დღის უკან, აბაშიდან ჩამოსული პაციენტი ესტუმრა ქუთაისში მდებარე იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოს. პაციენტს აბაშის საავადმყოფოში, სადაც ის საყოველთაო დაზღვევით იყო აღრიცხული, ადგილობრივმა ქირურგმა დიაგნოზი დაუსვა და ვინაიდან აბაშაში არ კეთდებოდა საჭირო ქირურგიული ჩარევა, იგი ე.წ. მომართვით ქუთაისში გადაამისამართა, თუმცა, ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მას უთხრეს, რომ აღნიშნული ქირურგიული მომსახურეობა არ შედის საყოველთაო დაზღვევაში და ადგილზე 120 ლარის გადახდის შემთხვევაში გაუწევენ მომსახურეობას. ხოლო პაციენტის შეკითხვაზე, თუ რატომ თავიდანვე არ გააფრთხილეს ის, რომ დაზღვევა არ აფინანსებდა მისთვის საჭირო  მომსახურეობას, ქუთაისში ასეთი პასუხი გასცეს: „ყველამ კი არ იცის, ასე რომ არის, მთავარია, თავიდან მოიშორონ პაციენტები და რიგები გაინთავისუფლონო“.

 

გთავაზობთ თემაზე გამართულ დიალოგს ქირურგსა და პაციენტს შორის:


ექიმი: რომ შემოხვედით ჩემთან, ქვითარი მოიტანეთ? ვიზიტი 30 ლარია.


პაციენტი: მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს, ექიმო, იქნებ, არ დამჭირდეს თანხის გადახდა?


ექიმი: ჰმ, რას ამბობ, ჩემი პასუხი ღირს 30 ლარი, ჰოდა, წადი გადაიხადე და მერე მკითხე, რაც გინდა.


პაციენტი: იქნებ, უბრალოდ, მიპასუხოთ, არის თუ არა საშიში ჩემი პრობლემა?


ექიმი: ჯერ არ მოგკლავს, მაგრამ უნდა მიხედო, შემიძლია, ამ ეტაპისთვის ოპერაციის გარეშე შევამსუბუქო მდგომარეობა. მაგრამ არა, არა, გენაცვალე, სადაც გინდა, იქ წადი და რაც გინდა, ის გააკეთებინე, ისედაც ბევრი გელაპარაკე უფულოდ!

 

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პციენტი უკმაყოფილოა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ექიმების მომსახურეობით.


რატომ არის ასეთი უწესრიგობა აღნიშნული პროგრამის ირგვლივ და კონკრეტულად რა მომსახურეობები შედის საყოველთაო დაზღვევად წოდებულ სამედიცინო მომსახურებაში? პასუხს ზუსტად ვერსად გეტყვიან... ხალხი კი დაბნეულია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია