დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კიევის "დინამოს" ოფიციალური მიმართვა კანკავას: ჯაბა, გენაცვალე!(Video)
2014/04/03 11:27:51

1-ელ აპრილს კიევის "დინამო" უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში მომხდარ ფაქტს ოფიციალურად გამოეხმაურა, როდესაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კიეველთა გონებადაკარგულ კაპიტან ოლეგ გუსევს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.


კიევის "დინამომ" "დნიპროს" ქართველ ლიდერს ღია წერილით მიმართა:



"
ძვირფასო ჯაბა! გულწრფელ მადლობას გიხდით შენი საქციელისთვის! თითოეულ ადამიანს სჩვევია ქმედების თავისუფლება, ანუ ის, რასაც ის მიიჩნევს საუკეთესოდ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან მომენტში. 


შენ დაეხმარე ჩვენს მეგობარს ზუსტად იმ წამებში, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა!
მადლობა ამისთვის შენ! ვიცით, რომ შენ კეთილი გული გაქვს და ჩვენი მადლიერება არ დაგამძიმებს. ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო "გენაცვალე"!


წყარო: sportall.ge

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია