დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიდი ადამიანების ცხოვრებიდან
ჯონ ლენონის უკანასკნელი ფოტო, რომელიც 130000 დოლარად გაიყიდა.
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/02 23:16:20
ენი ლეიბოვიცი სწორედ ის ფოტოგრაფი გახლავთ, რომლის ფოტოებიც საოცრად ცოცხალია და დროს უძლებს. მხოლოდ ერთეულებს თუ აქვთ იმის ნიჭი, რომ ფოტოში რეალობა ისეთნაირად ასახონ, რომ მან ავტორისაგან დამოუკიდებლად, როგორც ცალკე აღებულმა ცხოვრების ნაგლეჯმა იარსებოს... 


ეს ფოტოსურათი ორი მიზეზის გამო გახდა ცნობილი:

უპირველეს ყოვლისა, ის ჯონ ლენონის გრძნობებს გადმოსცემს... ჩვენ არ ვიცით, ეს სიყვარულია, დამოკიდებულება თუ გატაცება. შეიძლება ყველაფერი ერთადაც იყოს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ამას ვხედავთ და შევიგრძნობთ კიდეც. მეორე მხრივ, ეს უკანასკნელი ფოტოა ჯონის ცხოვრებიდან...
მაშ ასე:

1980 წლის 8 დეკემბერი. ჯონ ლენონს მიეცა შესაძლებლობა, ენი ლეიბოვიცთან გადაეღო ფოტოები. ამ ფოტოგრაფთან შემთხვევით არ იდგა რიგები, ის თავისი საქმის ნამდვილი მცოდნე გახლდათ. ენის მხოლოდ ჯონისთვის სურდა სურათების გადაღება, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო მისგან იოკოს გარეშე გადაღებაზე. 


მაშინ ფოტოგრაფმა ორივეს გაშიშვლება სთხოვა, მაგრამ აქაც წინააღმდეგობას წააწყდა იოკოს მხრიდან. მაშინ ენიმ წყვილს დივანზე დაწოლა სთხოვა. 


ენი იხსენებს: "ჯონიმ ემბრიონის პოზა მიიღო და იოკოს შემოეხვია. საოცარი სანახაობა იყო. მე შემიპყრო განცდამ, რომ ის ცდილობდა, "დაეჭირა" იოკო - ყინულივით უგრძნობი ქალი და თავისი გრძნობა შეეშვა მასში."


როდესაც ეს კადრი ჯონმა ნახა, მან სთხოვა ენის, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოექვეყნებინა. 


ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ემბრიონის პოზაში გადაღებული ფოტო უკანასკნელი კადრი აღმოჩნდა მის სიცოცხლეში. ამ ფოტოსესიიდან 5 საათის გასვლის შემდეგ ჯონი მოკლეს.


ენიმ თავისი დაპირება შეასრულა და ფოტო ჟურნალ Rolling Stones-ის გარეკანზე გამოაქვეყნა. 25 წლის შემდეგ, 2005 წელს ეს ფოტოგრაფია საუკეთესო ჟურნალის გარეკანად იქნა აღიარებული. რამდენიმე წლის წინ ის აუქციონზე 130 000 $-ად გაიყიდა. 



marao.ge/თეა ინასარიძე
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია