დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მცირდება თუ არა სტუდენტური გრანტები?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/02 18:20:35

 

განათლების სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა იმ ფაქტთან დაკავშირებით, შემცირდა თუ არა 2014–1015 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება.


"მედიაში პერიოდულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2014-2015 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული განოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება 3 მილიონი ლარით მცირდება.  აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გთავაზობთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო დაფინანსების  სქემას წლების მიხედვით:          

 

გაცნობებთ, რომ 2012-2013 სასწავლო წელს სტუდენტთა  სწავლის დაფინანსება 11,182,085.0 ლარს შეადგენდა, 2013-2014 სასწავლო წელს - 22,800,000.0 ლარს, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს 23,895,000.0 ლარია გამოყოფილი.

 

მათ შორის:

 

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინასებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მოცულობა 2013-2014 სასწავლო წელს 10,200,000.0 ლარს შეადგენდა, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს 11,295,000.0 ლარს შეადგენს.

 

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა 2012-2013 სასწავლო წელს 11,182,085.0 ლარს შეადგენდა , 2013-2014 სასწავლო წელს - 12,600,000.0 ლარს, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს 12,600,000.0 ლარს შეადგენს.

 

მათ შორის:

 

2.1  სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2012-2013 სასწავლო წელს 8,924,792.0 ლარს შეადგენდა, 2013-2014 სასწავლო წელს - 9,020,000.0 ლარს, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს 9,165,000.0 ლარს შეადგენს.

 

2.2 სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში 2012-2013 სასწავლო წელს 1,118,208.0 ლარს შეადგენდა, 2013-2014 სასწავლო წელს - 2,520,000.0 ლარს, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს 2,520,000.0 ლარს შეადგენს.

 

2.3 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსით დაფინანსება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება და სტუდენტთა დაფინანსება, რომლებმაც თავისი სურვილით აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში,  2012-2013 სასწავლო წელს 1,139,085.0 ლარს შეადგენდა, 2013-2014 სასწავლო წელს - 1,060,000.0 ლარს, ხოლო 2014-2015 სასწავლო წელს 915,000.0 ლარს შეადგენს.

 

 

 

 

 

 

               

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2754
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია