დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევან ბობოხიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/02 15:14:31

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა.


პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, კერძოდ კი,ნაციონალური მოძრაობისხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდების გაუქმებას და მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.


ლევან ბობოხიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს.


შეგახსენებთ, რომ ლევან ბობოხიძე წინა კვირა სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ასევე სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია