დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“ ანგარიში მასმედიას(Video)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/04/02 14:46:51

კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“ ქუთაისის მასმედიას ფონდის მიერ ბოლო  ორი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის  ანგარიში გააცნო.

 

საუბარი შეეხო ფონდ „სოხუმის“ მიერ 2013 წლის სექტემბრიდან დაწყებულ პროექტს, სახელწოდებით „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები, ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის.“

 

ლალი შენგელია, ფონდ „სოხუმის“ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელი: „ჩვენს მიერ ორ თვეში ერთხელ მასმედიისთვის ანგარიშის ჩაბარებას ტრადიციული ხასიათი აქვს, ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი საქმიანობის ღიაობის და გამჭვირვალობისთვის აუცილებელია, ჟურნალისტებს დღეს პროეტის,  „გენდერული საკონსულტაციო საბჭოების“, შესახებ ვესაუბრეთ, პროექტი ამ ეტაპზე  სამ ქალაქში: ქუთაისში, სენაკსა და ოზურგეთში ხორციელდება და საკმაოდ წარმატებულად. დღის წესრიგში ვაყენებთ სხადასხვა მნიშვლელოვან საკითხს, ბოლო შეხვედრაზე აქტიურად დავაყენეთ საკითხი ავტოქარხნის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტის მონიტორინგისა და გენდერული მიმართულებით განხილვის შესახებ.“

 

 

„გენდერული საკონსულტაციო  საბჭოები“ მიზნად ისახავს, შეასრულოს ერთგვარი შუამავლის როლი ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გაშუქებაში მასმედიის ჩართულობა გააძლიეროს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია