დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არის თუ არა ხელმისაწვდომი საყოველთაო ჯანდაცვა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/02 14:31:33

ქუთაისში შიდა ქართლის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკს“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის  „ჯანმრთელობის უფლების“ ფარგლებში საყოველთა ჯანდაცვის ხარისხთან დაკავშირებით ბენეფიციართა გამოკითხვა.

პროექტის წარმომადგენელთა განცხადებით, კვლევა: იმერეთში, ქართლში, დუშეთსა და ბათუმში გაიმართა.

 


როგორც კვლევამ აჩვენა მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის მასშტაბურობისა, საზოგადოება აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის.

 


„ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს დავადგინოთ, რამდენად ხელმისაწვდომია საყოველთაო ჯანდაცვა, რა ინფორმაციას ფლობს საზოგადოება, როგორ ხდება პროექტის განხორციელება? ვის უნდა მიმართოს? რა სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება აქვს?, როგორც აღმოჩნდა გამოკითხულთა უმეტესობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. ჩვენი მიზანია არსებული ხარვეზების შესახებ რიგი შენიშვნები და რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მივაწოდოთ, რათა მოხდეს მათი განხორციელება“-განაცხადა „საზოგადოება ბილიკის“ წარმოამდგენელმა მარიკა ღარიბაშვილმა.

 


კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი შშმ პირების უფლებების გათვალისწინებას ეთმობოდა. პროექტის ორგანიზატორთა განცახდებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში შშმ პირების უფლებები ნაკლებად არისგათვალისწინებული. არ არსებობს პანდუსები, ასევ ექიმთან ვიზიტის დროს, ამ ადამიანებს საათობით უხდებათ რიგში დგომა.

 

 

შეხვედრას  შშმ პირთა იმერეთის რეგიონალი ორგანიზაციის დამფუძნებელი მერაბ ქვარიანი ესწრებოდა. რომელმაც psnews.ge-სთან შენიშვნა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე პროექტის ორგანიზატორთა მისამართითაც გამოთქვა. მისი თქმით, როდესაც ადაპტაციურ გარემოზეა საუბარი ეს გათვალისწინებული უნდა იყოს არა რიგ ადგილებში, არამედ ყველგან.

 


„როდესაც საუბარი შშმ პირების პრობლემებს ეხება, იქ შშმ პირები უნდა იმყოფებოდნენ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ადამიანები, რომელთაც, ეს პრობლემა კვლევა ნაკლებად ეხებათ. წინა შეხვედრაზეც ასე იყო. შეხვედრა, იქ გაიმართა, სადაც ეტლში მჯდომი ადამიანები ვერ მივლენ. მე ძლის მოვახერხე მეორე სართულზე ამოსვლა და ეტლში მჯდომი ადამიანი ამას თავისთავად ვერ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრაზეც ამ პრობლემას წავაწყდით,  მის მოსაგვარებლად რაიმე ზომების მისაღებად არავინ იზრუნა“-აღნიშნა შშმ პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელმა მერაბ ქვარიანმა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია