დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იბრძოლებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერაბ მეშველიანი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/02 12:39:42

ქუთაისის საკრებულოში ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა მაჟორიტარობის ოთხწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.


ავტოქარხნის მაჟორიტარმა 2010 წლიდან დღემდე ავტოქარხანაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.


შიდა გზების მოწყობა, 24-საათიანი წყალმომარაგება, გარეგანათების სისტემის მოწესრიგება, დამისამართება, გაზიფიცირება, პროგრამა „კორპუსი“, „ბუნკერების“ გაუქმება, ჭის თავების დამონტაჟება. საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, გორა-საქუსლიას დასახლების ქუთაისისთვის შემოერთება, მისი 33 ქუჩად დაყოფა, მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობა – ეს იმ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალია, რომლითაც მეშველიანმა მედიასთან თავი მოიწონა.


ავტოქარხნის მაჟორიტარმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც 2014 წელს განხორციელდება. მათ შორის მნიშვნელოვანია: ახალი კაპიტალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ბეტონის გზის დაგება და საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული პროექტების ნაწილზე ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის მერაბ მეშველიანმა ქუთაისის მმშ შოთა მურღულიას მადლობა გადაუხადა.


საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით შესული მეშველიანი, ჯერ „პატრიოტი“ გახდა, მანდატს კი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ემშვიდობება.

 

მერაბ მეშველინმა დღესვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას არც ერთი პოლიტიკური ძალის სახელით არ აპირებს და საქმიანობას სხვა კუთხით გააგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3400
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია