საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპირველაპრილო ხუმრობა პარლამენტში (Video)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/04/02 12:27:46

„ცალბარკლიანი ქათამი, რომელიც „ნაციონალებმა“ შევჭამეთ“


„ნაციონალების აღიარება თუ საპირველაპრილო ირონია?


 „2012 წლიდან დღემდე“ ასე ქვია ფოტოგამოფენას, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამენტის შენობის ფოიეში მოაწყვეს.


როგორც საპარლამენტო უმცირსობის წარმომადგენლებმა კომენტარებში განაცხადეს, ისინი არც ისეთი კრიტიკულები და დაუნახავები არიან ხელისუფლების მიღწევების მიმართ, როგორც თავად ხელისუფლებას წარმოუდგენიათ.


უმცირესობის „აღიარება“ უმრავლესობის მიღწევებზე ფოტო ილუსტრაციებით და წარწერებით იყო წარმოდგენილი.


„2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში  თითო სოფელმა 5 მილიონი ლარი მიიღო, 5-ჯერ შემცირდა ელექტრო ენერგიის და 10-ჯერ  ბუნებრივი აირის გადასახადი, გაიხსნა 100 ქარხანა; ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიისა და ოლიგოპოლიური გარიგებების შემცირების ხარჯზე,  გაიაფდა მედიკამენტები და ხელმისაწვდომი გახდა“ – ამ ყველაფერზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დამაჯერებელი სახით ისაუბრა, რაც რეალურად უმცირესობის საპირველაპრილო ხუმრობა და ირონია იყო.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია