საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს ახალი ცენტრალური შემოსასვლელი ექნება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/01 18:29:59

ავტობანის დასრულების შემდეგ ქუთაისის ცენტრალური შემოსასვლელი ნიკეას ქუჩიდან იქნება.  შეასაბამისად აღნიშნული უბნის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და განვითარება მოხდება. ასევე მოხდება საფიჩხიაზე არსებული ძველი შემოსასვლელის რეგულაცია.


მოსალოდნელი ცვლილების შესახებ დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ არქიტექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.


„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი იქნება ჩვენი ქალაქი ხუთი წლის შემდეგ, რისთვისაც აუცილებელია სტრატეგიული განვითრების სამოქმედო გეგმის არსებობა. ეს არის კარგი პირობა ინვესტორების მოსაზიდად. გეგმა სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში გავმართეთ შეხვედრა  არქიტექტორებთან, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული გეგაზე მუშაობის პროცესში„-განაცხადა შოთა მურღულიამ.


არქიტექტორების განცხადებით, კი  მნიშვნელოვანია სამუშაოები დაჩქარებული ტემპით არ განხორციელდეს, რაც მათ ხარისხზე უარყოფითად აისახება.


ქუთაისის 2015-2017 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. შეხვედრა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება, რომელთა მიერ  დაკომპლექტებული ჯგუფი ქალაქის სტრატეგიული გეგმაზე ერთობლივად იმუშავებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია