დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსეთში აპირებენ, მიიღონ კანონი, რომლითაც ყველა რუსულად მოსაუბრეს შეეძლება რუსული პასპორტის აღება
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/04/01 16:03:32

რუსეთი კი ღიად აცხადებს, დაიცვას თავისი მოქალაქეები ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ფორმით.

 

 

უფლებადამცველი და არასამთავარობო ორგანიზაციათა კოალიციის თქვენი უფლებებისათვის სპიკერი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს გადახედოს და გაამკაცროს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან სავიზო რეჟიმი, თუ რუსეთის დუმა მიიღებს გადაწყვეტილებას, რუსული ენის მცოდნე პირებზე გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცხოეთის მედია-საშუალებებით გავრცელდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის დუმა გეგმავს, მიიღოს კანონი, რომელიც რუსეთის მთავრობას მისცეს შესაძლებლობას, გამარტივებული წესით გასცეს მოქალაქეობა იმ პირებზე, რომლებიც ფლობენ რუსულ ენას, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა. ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ საფრთხეებს შეიცავს, რომელთა პრევენციისათვის ხელისუფლებას ევალება, შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს

 

რუსეთის დუმის ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა, საქართველოში მოქმედი ცალკეული ეთნიკური ჯგუფების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების საზიანოდ იქნეს გამოყენებული, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ღიად აცხადებს, დაიცვას თავისი მოქალაქეები ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი ფორმით.

 

ასეთ პირობბში ხელისუფლებას ევალება, საფრთხე ადეკვატურად გადასინჯოს და გაამკაცროს რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი. ეს მიდგომა იქნება საზოგადოების სტრატეგიული ინტერესების მატარებელი.  

 

არის საკითხები, მათ შორის ეს კონკრეტული, რომელთა მიმართ ლოიალური დამოკიდებულება კატეგორიულად დაუშვებელია. შესაბამისად, სწორი და დროული გადაწყვეტილებები იქნება ტესტი მოქმედი ხელისუფლებისათვის.

 

ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის მეშვეობით თავიდან იქნება აცილებული ეს საფრთხეები“, – ნათქვამია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2787
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია