დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამუსიკო სკოლის ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე
2014/04/01 15:59:34

მე-2 სამუსიკო,  სკოლა თავისი მნიშვნელოვანი წარმატებებით, თანდათანობით გადის საერთაშორისო მასშტაბებზე. იტალიელი სტუმრებისადმი მიძღვნილი კონცერტი ამ გზაზე პირველი ნაბიჯია, თუმცა ეს არ არის პირველი შეხვედრა სამუსიკო სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებსა და იტალიის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შორის. ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო მათი შემოქმედებითი ურთიერთობა. ამ კავშირის იდეა ეკუთვნის ნიჭიერ ახალგზრდა ფლეიტისტს, გაგა შოთაძეს, რომლის შემოქმედებითი კარიერის საკმაოდ დიდი მონაკვეთი იტალიას უკავშირდება.

 

ახალგაზრდა შემსრულებელმა მიზნად დაისახა ნიჭიერი თანაქალაქელების მხარდაჭერა და საერთაშორისო სარბიელზე გამოიყვანა. მე-2 სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები ამ იდეის განხორციელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენენ.

 

20 მარტს სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს, რომელთაც მიუძღვნეს კამერული მუსიკის კონცერტი. სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებისა და ფლეიტისტი გაგა შოთაძის (ფლეიტისტი), საქართველო-იტალიის კოორდინატორის, დასავლეთ საქართველოში მონაწილეობით.

 

21 მარტს კი სამუსიკო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა თბილისის სახელწიფო კონსერვატორიის პროფესორს, პიანისტ ნინო ქათამაძეს. ამ ქალბატონს მჭიდრო შემოქმედებითი კავშირი აქვს ქუთაისთან და მე-2 სამუსიკო სკოლასთან. ამჯერად გაიმართა ქალბატონ ნინოს აღსაზრდელთა კლასის კონცერტი მე-2 სამუსიკო სკოლის დარბაზში, ხოლო თავად ქალბატონი ნინო ქათამაძე ჩაატარებს მასტერ-კლასებს.

 

ქუთაისი პირველ აპრილს უმასპინძლებს არაჩვეულებრივ ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებელებს, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატებს თამარ ქუცნაშვილს (საქართველო), ქრისტიან  რისაგურსს და გუსტავ პეიკუტს (დანია), რომლებიც სამ აპრილს კამერულ კონცერტს ჩაატარებენ მე-2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში.

 

 

დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია