დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წერეთლის უნივერსიტეტის 2 600 სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/04/01 12:02:24

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 600 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. მათ შორის 2535-ს – სწავლის საფასურის ვერ დაფარვის გამო.


უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, კონსტანტინე სირბილაძის განცახდებით, გასულ წლებთან შედარებით, სტატუსი გაცილებით მეტ სტუდენტს შეუჩერდა.


თანხის დაფარვის შემთხვევაში, მათ საშუალება აქვთ, რექტორის ბრძანებით, ნებისმიერ დროს აღიდგინონ სტატუსი.


ბოლო რამდენიმე წლის მარტის თვის მონაცემები სტატუსშეჩერებული სტუდენტებისა შემდეგნაირად გამოიყურება:


2010-2011 წლებში ფიანასური დავალიანების გამო სტატუსი 1153 სტუდენტს შეუჩერდა, აკადემიურში კი 77 სტუდენტი გავიდა, ჯამში 1230 სტუდენტი.


2012-3013 წლებში ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი 2362 სტუდენტმა დაკარგა,  აკადემიურში კი 90 სტუდენტი გავიდა, ჯამში 2452.


2013-2014 წლებში სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 2535 სტუდენტს შეუჩერდა, აკადემიურში კი 65 სტუდენტი გავიდა, ჯამში 2600 სტუდენტი.


სტატუსის შეჩერების გამო სტუდენტებს სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით  შეექმნათ პრობლემა. ვინაიდან სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, თანხის ვერ დაფარავის შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოუწევთ წასვლა.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია