საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჯონი გიგანი: "მაშინ საქართველო მაფიოზური ქვეყანა იყო და ამ მაფიის ,,გლავარი" ჟვანია გახლდათ — ყველანაირ ფულს იღებდა."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/01 11:14:00

ჯანსუღ ჩარკვიანის სიძე, ბიზნესმენი ჯონი გიგანი 20წლიან დუმილს არღვევს. ის აცხადებს, რომ 2002 წლის გაზაფხულზე, სასტუმრო ,,აჭარასთან“ მისი ავტომობილი ალექსანდრე (საშა) მაისურაძემ აააფეთქა, რომელიც ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილთან იყო დაკავშირებული.

„ ნაციონალების“ დროს გაუბედურებული ბევრი ოჯახი ვნახეთ, მე კი ტერორისტული აქტი მანამდეც რამდენჯერმე მომიწყვეს. ბოლოს ოჯახი ამიფეთქეს… ჩემს წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტებში ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია იყვნენ გარეული…


გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, მაგრამ იცით, ამ ყველაფერს ახლა რატომ ვამბობ? — იმიტომ, რომ პარტიები ცდილობენ, ჟვანია ისე წარმოაჩინონ, როგორც გმირი. სინამდვილეში, ჟვანია გმირი კი არა, ძალიან ცუდ საქმეებში ფულის ამღები იყო… პუტინის წარმომადგენელმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყანა ისე გააკოტრა, უკრაინას იმის ფულიც აღარ აქვს, ტანკში საწვავი ჩაასხას და დამპყრობელ რუსეთს ეომოს. თავის დროზე, ჟვანიამაც ეს გააკეთა — ერთ დღეში ისეთი საგადასახადო კოდექსი მიიღო, მთელი საქართველო მათხოვრად აქცია, ანუ ბიზნესმენები და მეწარმეები ხარჯვით ნაწილში დაბეგრა. გარდა ამისა, შევარდნაძე უცხოეთში რომ დადიოდა და საქართველოსთვის ფულს შოულობდა, ამ ფულის დახარჯვა სამინისტროებს პარლამენტის რატიფიცირების გარეშე არ შეეძლოთ. ყველაფერი ეს ჟვანიამ, ჩემი აზრით, ,,გერეუს’‘ დავალებით გააკეთა, რადგან ქვეყანა გაღატაკებულიყო, დაეჩოქა და რუსეთის ფარქვეშ ყოფილიყო…

 

მაშინ ყველამ იცოდა, ყალბი დღგ-ს ფაქტურები იყო დაბეჭდილი -_ ესე იგი თანხა, რომელსაც ვიხდიდით, ბიუჯეტში არ მიდიოდა. ყველაფერი ეს საქართველოსთვის კატასტროფა იყო და არავინ უნდა გამოიძიოს? იმავე პერიოდში ათასნაირი დაჯგუფება შეიქმნა და ყველას უკან პატარკაციშვილი და ჟვანია იდგნენ. ეს რეალობაა!

 

რაც შეეხება ჟვანიას, ჩემი აზრით, ოჯახმა ცოტა რიდით უნდა იმოქმედოს და გმირად არ გამოაცხადოს, რადგან ჟვანიას, ჩემნაირად, ძალიან ბევრი ჰყავს განადგურებული! ჩემი ოჯახის პირდაპირი ამფეთქებელი ჟვანია არაა, მაგრამ მის ოჯახს ვეუბნები: ჟვანია ჩემთვის ორჯერ მკვლელია, რადგან ჩემი ოჯახის მკვლელი გარეთ გამოუშვა! ჟვანია მაფია იყო და სახელმწიფოსთან საერთო არაფერი ჰქონდა! მიხეილ სააკაშვილმა რაღაც ფული ახსენა, რაც დიდი ხანია, ვიცი…

 

პატარკაციშვილმა ჟვანიას მილიონები მისცა, რომ საშა მაისურაძე გამოეშვა…

 

პარლამენტის თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ქვეყნის პირველი პირი იყო — ხომ გითხარით, პარლამენტის ანუ ჟვანიას რატიფიკაციის გარეშე მინისტრები ფულს ვერ ხარჯავდნენ, მუსიკას კი ის უკვეთავს, ვინც ფულს იხდის. მაშინ საქართველო მაფიოზური ქვეყანა იყო და ამ მაფიის ,,გლავარი’" ჟვანია გახლდათ — ყველანაირ ფულს იღებდა. პატარკაციშვილი შეიძლება, შეშინებულის პოზიციიდან მოქმედებდა, ჟვანია კი ყველაფერს გათვლილად აკეთებდა და კორუფციის ბუდე იყო…

 

ამას წინათ, ტელევიზიით აჩვენეს ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჟვანია, სააკაშვილი, პატარკაციშვილი და ჩხარტიშვილი საქართველოს იყოფენ ანუ ეს ჩვეულებრივი მაფია იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხარჯვით ნაწილში ბიზნესის დაბეგვრას, იცით, რა მოჰყვა? — წელიწადში სიმსივნის 7 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ეს იმის შედეგია, მაშინ ხალხს ლუკმა- პური რომ დააკლდა!… ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თავის დროზე, ივანოვი ჟვანიასთან ჩამოვიდა. შეიძლება, სააკაშვილიც ,,გერეუშნიკია’‘, მაგრამ ,,გერეუს’‘, მინიმუმ, აწყენინა და ნატო- ს დაუჯერა, მაგრამ სააკაშვილიც ჩვეულებრივი ბოროტებაა…“ — განაცხადა ბიზნესმენმა „ვერსიასთან“ ინტურვიუში.

 

ჯონი გიგანი იმ რეპრესიებზე საუბრობს, რომელსაც მის მიმართ ჰქონდა ადგილი.

„ჩემს დაჭერას ითხოვდა, პირველ რიგში, უდესიანი, რომელმაც მესროლა…

 

როგორც გავიგე, უდესიანმა ,,იბლატავა’‘, ამ საქმის მოგვარება 20 მილიონი დოლარი დამიჯდაო… იმასაც ამბობენ, რომ ამ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის, ამ ორი ,,დუპლეტის’‘ ხელი ურევია — ძალიან გთხოვთ, ეს ფრაზა ისე დაწერეთ, როგორც გითხარით!.. ლატვიელი მილიარდერი გააქციეს, ჯონი გიგანი ოპოზიციაშია და მასთან არ ითანამშრომლოო. უდესიანი ,,მორკინალის’‘ წილში არ იყო. მეორე ტრანშს ველოდებოდი, მაგრამ ლატვიელი პარტნიორი გაქრა, ამასობაში ჩემთან უდესიანი მოვიდა და მითხრა, მაგარი ინვესტორი მყავს, რომელიც 28 სართულს ააშენებსო.

 

მივუგე, პარტნიორი უკვე მყავს-მეთქი… როგორც ახლა გავარკვიე, ამ პარტნიორის გაქცევაში წვლილი სააკაშვილის ძმასაც მიუძღვის… მოკლედ, გავიდა უდესიანის წინადადება და ერთ-ერთ საქმიან შეკრებაზე უდესიანმა მესროლა… ლაპარაკს არ გვაცდიდა, ხან ვითომ ერთ გენერალს ურეკავდა, ხან მეორეს… ვთხოვე, დაბრძანდი და საუბარი დაგვაცადე- მეთქი. ამოიღო ,,ნაგანი’‘ და სამი მეტრიდან მესროლა. ,,მორკინალის’‘ მაშინდელმა დირექტორმა, დათო მიქაბერიძემ გადამარჩინა — ხელი აუკრა, მეორე და მესამე უდესიანმა ჰაერში გაისროლა… პირველმა ტყვიამ კი თმა შემიტრუსა ანუ უდესიანი მკლავდა…“ — აცხადებს ბიხნესმენი ჯონი გიგანი „ვერსიასთან“ ინტერვიუში.

 

წყარო:"პირველი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია