დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/31 16:18:41

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა.


როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიდია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში.


"ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, აფხაზი და ოსი თანამოძმეების ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია