დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თინა ხიდაშელი პროკურატულის ბოლო ერთი წლის მუშაობით უკმაყოფილოა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/31 10:36:07

 

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგებით კმაყოფილი არ არის.


მან პრესკონფერენციაზე ქვეყანაში არსებულ სამართლის  პრობლემებზე ისაუბრა.

ხიდაშელის განცხადებით, პენიტენციალურ სისტემაში ბევრი პრობლემა არსებობს, რომელიც მძიმე მემკვიდრეობის შედეგია.


„პენიტენციალურ სისტემაში ისევ ბევრი პრობლემაა. ამაზე არავინ არ დაობს. დარწმუნებული ვარ, ამაზე არც სოზარი არ დაობს. იმიტომ, რომ მემკვიდრეობა იყო ძალიან მძიმე. აი, ის მაგალითიც, რომელიც ყველასთვის ცნობილია,  რომ ვანოს თითქოს თავზე გადააფარეს და სადღაცას წაიყვანეს და მერე მთელი ქვეყანა, რომ მოატარეს და მერე ეს, რომ ვერც ერთმა მხარემ, ვერც ერთი მიმართულებით, საბოლოო ჯამში ვერ დაადასტურა ესეც ამისი ძალიან კარგი მაგალითია,“- განაცხადა ხიდაშელმა.


თინა ხიდაშელი არ იზიარებს  მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს გამოძიების კუთხით არაფერი კეთდება, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ პროკურატურის მუშაობით თავადაც არაა კმაყოფილი.

„ციხის წამების საქმეების გამოძიება, საზოგადოებამაც იცის, რომ სასამართლოში მიმდინარეობს. ამიტომ, დაველოდოთ ბოლომდე ამ საქმეების დასრულებას. არ ვიზიარებ იმას, რომ საერთოდ არ არის გაკეთებული არაფერი ამ მიმართულებით, თუმცა არც კმაყოფილების საფუძველი მაქვს. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არა ვარ კმაყოფილი პროკურატურის მუშაობით ამ წელიწადნახევრის განმავლობაში,“- განაცხადა უმრავლესობის წევრმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია