საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კადეტები წიგნიერების დონის ასამაღლებლად – ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკაში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/31 10:03:06

2014 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდა.  ამასთან დაკავშირებით ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტების მონაწილეობით გაიმართება ლიტერატურული საღამო: „მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადამარჩინა“.


ღონისძიება  მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკის გამგის, ნატო ასათიანის, ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანსაც საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს.


კადეტთა ლიცეუმის კურსანტებმა ქართული ენის პედაგოგთან, მარინა უკლებასთან, ერთად ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები და ლექსები წაიკითხეს, ასევე  საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.


„ჩვენი მიზანია, წიგნიერების დონის ამაღლებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ვაჩვენოთ ახალგაზრდა თაობას წიგნის მნიშვნელობა. დღეს, როდესაც წიგნი თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, გვინდა, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას წიგნის მდიდარი სამყაროს შესახებ. ლიცეუმში ხშირად ვმართავთ სხვადასხვა ღონისძიებებს და წიგნის პოპულარიზაციას ვახდენთ. კადეტებს აქვთ საშუალება, თავისუფალ დროს აქტიურად გაეცნონ ლიტერატურულ ნაწარმოებს," – აღნიშნა კადეტმა გიორგი შონიამ.

 

წიგნიერების წელთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია