საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნუგზარ წიკლაურის ცემის თვითმხილველი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/31 09:10:16

ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ლია ტოკლიკაშვილი  სოციალურ ქსელ‘’ფეისბუქის’’ პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.

 

"ღამის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე იქნებოდა. ახალი დაწოლილი ვიყავი და ოდნავ ჩათვლემილი... მეგონა, მესიზმრებოდა - კაცის ხრიალი, მოგუდული ხმით ყვირილი - "მიშველეთ" და გინების, ფურთხებისა და კიდევ რაღაც ხელსაწყოების ხმა. არ მახსოვს, რამდენ ხანს მეგონა სიზმარი. როცა მივხდი, რომ ეს ხმები ეზოდან ისმოდა და ვიღაცას კლავდნენ, ფანჯრისკენ გავიქეცი. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო. პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ. ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული. ყვირილის გარდა რა შემეძლო. "ახლავე გაუშვით ხელი..., ახლავე! თორემ პოლიციაში დავრეკავ!" - ავყვირდი. რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა. ყვირილი გავაგრძელე და, რადგან სამზარეულოს ფანჯრასთან ვიყავი, იქვე მდგარი კარტოფილის პარკიდან დიდი კარტოფილებიც ამოვიღე, რომ, თუ არ გაუშვებდნენ, მანქანისთვის დამეყარა, მაგრამ ნელ-ნელა გაუშვეს’’- წერს ლია ტოკლიკაშვილი.

 

წყარო:"სამოქალაქო პრესა"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია