დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზაფხულის თოვლმა გურულებს პრობლემები შეუქმნა
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/03/30 11:17:10

30 მარტს მოსულმა თოვლმა გურიის მაღალმთიან სოფლებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებს და საავტომობილო გზებიც გაუვალი იყო, თუმცა ამ პერიოდისთვის პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია.


- მიმდინარეობს გზის გაწმენდა. ელექტროენერგია წუხელ არ გვქონდა, მაგრამ დღეს უკვე ჩვეულებრივ მოგვეწოდება, - გვითხრა სოფელ აკეთის რწმუნებულმა გულნარა ჩიჩუამ.

როგორც გავიგეთ, პრობლემები შეექმნათ ასევე ზოტსა და ნაბეღლავს, თუმცა ამ ოისთვის გზის გაწმენდა უკვე მიმდინარეობს.


გურიაში დღის განმავლობაში ტემპერატურამ ნულ გრადუსს მიაღწია.

 


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია