დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფია როტარუ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს აცხადებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/30 06:07:27

ცნობილმა მომღერალმა სოფია როტარუმ გადაწყვიტა დატოვოს თავისი ფეშენებელური სახლი ყირიმში, რადგან არ აპირებს უკრაინის მოქალაქეობის რუსეთის მოქალაქეობაზე გაცვლას.


 

როგორც მისმა ვაჟმა განაცხადა, მიუხედავად ამისა, მომღერალი არ ყიდის თავის ვილას იალტაში. მიმდინარე მოვლენებმა როტარუ არ შეაშინა და იტოვებს სახლს, სადაც იგი თავისუფალ დროს ატარებდა. მან ამ სახლში საკუთარი სული ჩადო და ის მას ძალიან მოსწონს.

 

 

 

რაც შეეხება მოქალაქეობას, როგორც სოფია როტარუ, ასევე მისი ვაჟი თავს უკრაინელებად თვლიან და არაფრის შეცვლას არ აპირებენ. მით უფრო, რომ როტარუ დაბადებით მოლდაველია, ხოლო დოკუმენტებით უკრაინელი.

 

 

 

როტარუს სახლი იალტის სანაპიროზეა განთავსებული და იგი მომღერლის ვაჟმა ააშენა.

 

ცნობილი გახდა, რომ არც მეორე უკრაინელი მომღერალი - ჯამალა, რომელიც წარმოშობით ყირიმელი თათარია, აპირებს მოქალაქეობის შეცვლას, მეტიც, მისი მშობლები უარს ამბობენ შვილთან, კიევში საცხოვრებლად გადასვლაზე, რადგან მათ თავი უკრაინელებად მიაჩნიათ და ყირიმის მიტოვებას არ გეგმავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია