საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსულ ენაზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/21 12:59:10

2014 წლის 6 მარტს ქუთაისის №23 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება რუსულ ენაზე ჩატარდა (ხელმძღვანელი რუსული ენის პედაგოგი მარიამ ჩიხლაძე).

 

პროექტი-ღონისძიება განხორციელდა მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით.

 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივირება და ჩართულობა სასწავლო პროცესში, სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარება, როლური თამაშებისა და სიტუაციების გამოყენებით. ღონისძიებაში ჩართული იყო მე-7 კლასის თითოეული მოსწავლე. პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის გამოყენება-განვითარებას მოსწავლეებმა მოამზადეს რუსული ცეკვები და სიმღერები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და საჯარო სკოლის პედაგოგები. სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს და მაღალი შეფასება მისცეს პედაგოგსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობას და წარმატებები უსურვეს მათ მომავალ საქმიანობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია