დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის სოფლებში აგროტექნიკის მხრივ პრობლემები აღარ შეიქმნება?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/21 12:52:59

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო.

ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან ერთად აგრობარათებსაც მიიღებენ. ბარათების აღება 17 თებერვლიდან დაიწყო და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს იმერეთის რეგიონში 164292 ფერმერი ისარგებლებს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, ხვნის ბარათი 115 553 ბენეფიციარს დაურიგდა.

სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ლიბერთი ბანკის იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი ვახტანგ დონდუა, დღეს ქუთაისში აგრო ბარათების დარიგების პროცესს გაეცნენ და ფერმერების პრობლემებს გაეცნენ.

იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, იმერეთის რამდენიმე რაიონში ხვნა-თესვა უკვე დაწყებულია. იმისთვის, რომ ტექნიკის მხრივ გასული წლის მსგავსად პრობლემები არ შეიქმნას, წელს სამუშაოები ადრე დაიწყო.

 

„ვიმედოვნებთ, რომ წელს აგროტექნიკასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეიქმნება. შარშან ტექნიკა დაუგეგმავად მიდიოდა რაიონებში, რის გამოც ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა. ამჟამად ცენტრალურ ჯგუფთან გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია, იმ შემთხვევაში თუ  აგროტექნიკის რაოდენობის მხრივ, რაიმე სახის პრობლემა კვლავ შეიქმნება, ტექნიკას აღმოსავლეთ საქართველოდან დავიმატებთ, შესაბამისად სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები დროულად დამთავრდება“-განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუსაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს, რომლითაც  წელს 800 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია