დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცოლის ცემა გამართლებულია, თუ საჭმელს წვავს, უნებართვოდ გადის სახლიდან, უარს ამბობს სექსზე...
2014/03/20 14:57:29

კახეთში გამოკითხული რესპოდენტების 11,70% ამბობს, რომ ცოლზე ძალადობა გამართლებულია, თუ ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს; 8,10% აღნიშნავს, რომ ძალადობა გამართლებულია თუ ცოლი ქმარს ეჩხუბება; 5,20%–ს ცოლზე ძალადობა გამართლებულად მიაჩნია იმ შემთხვევაშიც, თუ ის საჭმელს წვავს; 5,80% ამბობს, რომ ცოლი საცემია თუ სექსზე უარს ამბობს; გამოკითხულთა 7,30%–ს ცოლზე ძალადობა გამართლებულად მიაჩნია, თუ ქალი სახლიდან ნებართვის გარეშე გადის.

 

მონაცემები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევიდანაა, რომელიც 2013 წელს საქართველოს სამ რეგიონში ჩატარდა. გამოიკითხა 1500, 18-60 წლის ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით თბილისში, სამეგრელო-სვანეთის და კახეთის რეგიონებში.

 

კვლევის მიხედვით, ცოლზე ძალადობის სიმძიმე უფრო მეტად თბილისსა და კახეთში შეფასდა. კვლევის მიხედვით, ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმად ფიზიკური ძალადობაა მიჩნეული.

 

ოჯახში ძალადობა გამოკითხულთა 4%-თვის მისაღებია, 34% თვლის, რომ მიუღებელია, თუმცა ყოველთვის არ უნდა დაისაჯოს კანონით, 58%-სთვის ოჯახში ძალადობა მიუღებელია და თვლიან, რომ ყოველთვის უნდა ისჯებოდეს კანონით, 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

ძალადობა ყველაზე მეტად მიუღებლად მიაჩნიათ სამეგრელო-ზემო სვანეთში (61.8%), თბილისში (55.2%) და ყველაზე ნაკლებად კახეთში  (54.3%).

 

გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულია, 25%-ს აზრით ეს ოჯახის საქმეა, 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

 

ქმრის მიერ ცოლის ცემას დანაშაულად მიიჩნევს კახეთში გამოკითხულების 72.10%, თბილისში გამოკითხულთა 71.70% და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკითხულების 62.60%.

 

კვლევის მიხედვით მონაცემები ასე განაწილდა:

 

 

ქმრის ცოლზე ძალადობა გამართლებულია მაშინ, თუ:

 

ცოლი ყურადღებას არ აქცევს ბავშვებს – 13,70%;

 

ცოლი ეჩხუბება ქმარს – 6,60%;

 

ცოლი საჭმელს წვავს – 5,40%;

 

ცოლი უარს ამბობს სექსზე – 4,60%;

 

ნებართვის გარეშე გადის სახლიდან – 4,30%;

 

 

ცოლის ცემის გამართლება რეგიონების მიხედვით:

 

ცოლი ყურადღებას არ აქცევს ბავშვებს  – კახეთი – 11,70%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23,40%; თბილისი – 6,20%;

 

ცოლი ეჩხუბება ქმარს – კახეთი – 8,10%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8,30%; თბილისი – 3,40%;

 

ცოლი საჭმელს წვავს – კახეთი – 5,20%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9,80%; თბილისი – 1,45%;

 

ცოლი უარს ამბობს სექსზე – კახეთი – 5,80%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6,30%; თბილისი – 1,60%;

 

ნებართვის გარეშე გადის სახლიდან – კახეთი – 7,30%; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4,20%; თბილისი – 1,40%;

 

კვლევის მიხედვით, ცოლის ცემას ქმრის მიერ ბევრად უფრო ამართლებენ საშუალო, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე პირები;

 

გამოკითხული ცოლების რეაქცია ძალადობაზე ასეთია: 69% ქმართან დაშორება, 17% მოთმენა, 14%-ს პასუხი არ აქვს.

 

კახეთში გამოკითხულების 73.00% მიიჩნევს, რომ ცოლის რეაქცია ძალადობაზე ქმართან დაშორება უნდა იყოს. რესპოდენტების 14.50% მიიჩნევს, რომ ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს. კახეთში 61.80% მიიჩნევს, რომ მოტაცების შემთხვევაში ქალი კაცს არ უნდა გაყვეს. 31.80% მიიჩნევს, რომ უნდა გაყვეს სექსუალური ურთიერთობის შემთხვევაში.

 

ძალადობის შემთხვევაში გამოსავლად ეკლესია მიაჩნია კახეთში 70.60%-ს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 81.70%-ს და თბილისში 68.30%-ს.

 

ადვოკატისთვის მიმართვას მიიჩნევს გამართლებულად კახეთში 69.10%, სამეგრელო-ზემო სვანეთში 54.20% და თბილისში 73.00%.

 

პოლიცისთვის მიმართვის მოლოდინი ყველაზე მეტად აქვს სამეგრელო-ზემო სვანეთის (68.6%) მოსახლეობას და ყველაზე ნაკლებად კახეთის (61.0%) მაცხოვრებლებს.

 

პოლიციისთვის არმიმართვის მიზეზები ასეთია: 91.10% სირცხვილი; 89.70% მეტი ძალადობის შიში; 82.50% ოჯახის წევრების გაკიცხვის შიში; 81.20% საზოგადოების მიერ გაკიცხვის შიში; 78.60% გამოსავლის არქონა; 51.80% პოლიციისადმი უნდობლობა.

 

კითხვაზე „რას გააკეთებდით რომ გაგეგოთ თქვენი მეგობარი ძალადობის მსხვერპლია“ პასუხები ასე გადანაწილდა: 80.80% - მას დაველაპარაკებოდი; 70.60% ვურჩევდი ეკლესიისთვის მიმართვას; 70.00% მის ახლობლებს დაველაპარაკებოდი; 57.70% ვურჩევდი პოლიციისთვის მიმართვას; 55.00% ვურჩევდი სერვისის მიმწოდებლებისთვის მიმართვას; 27.50% პოლიციას მივმართავდი; 16.10% არაფერს გავაკეთებდი. 

 

 

 წყარო: ICK.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია