საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისში არჩევნების გაყალბებისთვის მზადება უკვე დაწყებულია“(Video)
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/03/19 16:15:03

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წერილი იუსტიციის მინისტრს

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძე  ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების შესაძლო გაყალბებეზე საუბრობს. წაქაძე ამის მიზეზად დაუზუსტებელ საარჩევნო სიებს ასახელებს, რომელიც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კრიტიკის ობიექტი გასული წლების არჩევნების დროსაც არაერთხელ იყო.

 

ზვიად წაქაძის ინფორმაციით, რეაგირებისთვის ამჯერად მათ ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართეს, საიდანაც მიღებული არაეფექტური საპასუხო წერილის შემდგომ, პარტია ამავე საკითხით დაინტერესებას იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, სთხოვს.


 

„მოგმართავთ, დაინტერესდეთ ქუთაისში საარჩევნო სიების გასწორების საკითხით და იმ მისამართებით, რომლებიც არ არსებობს,“ - ნათქვამია იუსტიციის მინისტრისადმი მიწერილ წერილში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2192
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია