დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლები არხის მფლობელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/19 13:05:30

ამ მოთხოვნით მათ ბიძინა ივანიშვილს ერთობლივი წერილითაც მიმართეს. „მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლები არხის მფლობელისთვის საკუთარი მოსაზრებების გაცნობას გეგმავენ. მათი აზრით, ტელეკომპანიის ხელახლა ამუშავების შემთხვევაში არხი შეასრულებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფუნქციას.

 

ხვალ ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლები  საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ და კიდევ ერთხელ შეახსენებენ „მეცხრე არხის“ მფლობელს მათი ინიციატივის შესახებ.


პრესკონფერენციაში ყოფილ თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები, ისინი მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნობენ არხის მფლობელისთვის გაგზავნილი წერილის შინაარს, ასევე ისაუბრებენ გუნდის მიერ დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ და უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს.

 

ცოტა ხნის წინ საინიციატივი ჯგუფის წარმომადგენლება ასევე წერილით მიმართეს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და არხის ლიცენზიების გაუქმების გადავადება ითხოვეს. აღნიშნული ლიცენზიების გაუქმების საკითხის განხილვა კომისიას 20 მარტისთვის აქვს ჩანიშნული.

 

უკვე რამდენიმე კვირაა, „მეცხრე არხის“ თანამშრომლები ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენის მოთხოვნით, სოციალურ ქსელში აქტიურ კამპანიას აწარმოებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2154
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია