დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასიძოების რეიტინგი
ვინ არიან ყველაზე მდიდარი და სასურველი სასიძოები საქართველოში?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/19 00:14:39

ბიზნესმენების და პოლიტიკოსების ვაჟები თბილისში ყველაზე პოპულარულ სასიძოებად ითვლებიან. "ამბები.გე" შეეცადა, იმ სასიძოების რეიტინგი შეედგინა, რომლებიც სუსტი სქესის მანდილოსნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. სასურველი სასიძოების რეიტინგი ხშირად იცვლება, თუმცა გენო მალაზონია და ანზორ ბიწაძე უკვე წლებია, ამ რეიტინგის მოწინავე ადგილებს იკავებენ. რაც, ალბათ, მათი ცნობადობის დამსახურებაა. 

 

უტა ივანიშვილი

ქართველი ბიზნესმენის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება. უტას მიმართ საზოგადოების ინტერესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გაიზარდა. ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება საბოლოოდ, მაშინ მიიღო, როცა უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა უთხრა: თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო.


უტა 23 წლის არის და საზღვარგარეთ ცხოვრობს. 2011 წელს უტა უმდიდრესი მემკვიდრეების სიაში მოხვდა, რომელიც ყოველკვირეულმა ჟურნალმა "ფინანსიმ" გამოაქვეყნა. უტა რეიტინგში 71-ე ადგილზე მოხვდა. მისი ქონება 1,225 მლრდ დოლარია. აღსანიშნავია, რომ სიაში ბიძინა ივანიშვილის ვაჟის სახელი არასწორად არის მითითებული - რეიტინგის ავტორს "უტა" ქალის სახელი ჰგონია. "Иванишвили Ута Борисовна" - აღნიშნულია რეიტინგში. უტა ივანიშვილის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის უცნობია, ამბობენ, რომ ის მთელ დროს სწავლას უთმობს და მეგობარი გოგონა არ ჰყავს.
 

გენო მალაზონია

გენო მალაზონია ყველაზე სასურველი სასიძოა ნებისმიერი ქართველი ქალისთვის. მას ყველა პოპულარულ და ლამაზ გოგოსთან აწყვილებენ. ბოლო მონაცემებით, გენო მის-საქართველო ჯანეტ ქერდიყოშვილზე აპირებს დაქორწინებას.
მალაზონია 2010 წელს გადასახადების დამალვასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. 8 წლის განმავლობაში მალაზონია საბანკო ბიზნესში იყო, ხოლო 5 წელი, საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე იმსახურა: იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (1999-2000), საქართველოს ეკომონიკის, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მრჩეველი და შემდეგ მოადგილე (2001), საქართველოს ანტიმონოპოლური სამსახურის უფროსი (2001), ქონების მართვის მინისტრის მოადგილე (2001-2003), განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილე (2003-2004), სახელმწიფო მინისტრის კადრების უფროსი (2004).
"ენერჯი ინვესტი" 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი მიზანია, საფინანსო რესურსების მოზიდვა და საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 2005 წლიდან მის მფლობელობაში იყო რუსთავის აზოტის ქარხანა. "ენერჯი ინვესტის" შვილობილი საწარმოებია: "კოსმეტიკა", "ტომარა" და "ენერჯი ბროკერი".


თოშა ქებურია

თოშა ქებურიას მხოლოდ საქართველოში არ იცნობენ. ჯერ იყო და, ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედის სავალ ნაწილზე გადაღებული ავტომანქანის ფოტოები ადგილობრივმა პრესამ გამოაქვეყნა. შემდეგ პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე ასევე აშკარა და შეიძლება ითქვას, თავხედური დარღვევით გაჩერებული ,,ლამბორჯინის" ფოტოები გავრცელდა. თორნიკე ქებურიამ თავისი ბოლო მოდელის 460000 ევროიანი ,,ლამბორჯინით", ბევრი ქართველი ,,შოკში ჩააგდო"...
ამჟამად თორნიკე საფრანგეთში ცხოვრობს. თოშა ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ვაჟია. ბუბა ქებურიას ბიზნეს ინტერესები რუსეთში, საფრანგეთსა და საქართველოში აქვს. ბიზნესცენტრი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ქებურ პალასი", რესტორნები ,,ტიფლისი", თავადი ბაგრატიონი" და ,,ტიფლისკი დვორი" მოსკოვში მისი საკუთრებაა. პარიზში რესტორან ,,ქართული სახლის" მფლობელია. საქართველოში ღვინის ქარხანა აქვს, თბილისსა და კაჭრეთში ის მაღალი კლასის სასტუმრო-რესტორნების ქსელს, ,,ამბასადორს" ფლობს. ბუბა ქებურიას თოშას გარდა, ორი შვილი ჰყავს - გიორგი და ლიკა. 
ანზორ ბიწაძე
სასურველი სასიძოების სიაში ისევ რჩება ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორიკო ბიწაძე. ანზორიკო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მისი სასიყვარულო ისტორიების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. ამბობენ, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ის საკუთარ ჯგუფელზე, ირინკაზე იყო შეყვარებული, რომელსაც მოულოდნელად დაშორდა. რამდენიმე წლის წინ კი პრესა ლიკა ქორქიას და ანზორიკოს სიყვარულის შესახებ ალაპარაკდა, თუმცა ეს ჭორი არ დადასტურდა. 


ვანიკო ბენიძე

დათა ახალაიას ცოლის ძმა, ვანიკო ბენიძე თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასიძოდ ითვლება. ის ბიზნესმენ დავით ბენიძის ვაჟიშვილია. ვანიკო ბენიძე საფრანგეთში ცხოვრობს, თუ მის "ფეისბუქს" გადავავლებთ თვალს, ვანიკოს უყვარს მოგზაურობა. ის პარიზში სწავლობს ბიზნეს-სკოლაში. რა ქონების პატრონია ვანიკო ბენიძე, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა აშკარაა, რომ მისი ქონება საკმაოდ სოლიდურია. 




'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია