ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლ“–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მსუბუქი ტიპის ორი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად მიცუბიშის და ოპელის მარკის ორივე ავტომობილი დაზიანდა.
ავტომობილები საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოპელის მძღოლმა, ერთ მგზავრთან ერთად, მსუბუქი ტიპის დაზიანება მიიღო.