დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო კონფერენციის შედეგები
საქართველოს და ყაზახეთის მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შედგა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/18 18:34:52

18 მარტს მუშაობა დაასრულა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა კონფერენციამ, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში, სასტუმრო „რედისონის“ საკონფერენციო დარბაზში.


შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელშიც მსო ევროპის რეგიონის 52 წევრი ქვეყნის ასამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, განიხილეს საბაჟო სისტემის შემდგომი სრულყოფის, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის, ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

კონფერენცია შეაჯამა მსო გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურს საერთაშორისო კონფერენციის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისათვის.

 

კონფერენციის მნიშვნელობა აღნიშნა და მის მონაწილეებს საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსიის გამართვისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

კონფერენციაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდეგი შეხვედრის პოლონეთში გამართვის შესახებ.

 

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო კონტროლის თავმჯდომარემ გოსმან ამრინმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია