ქუთაისის ოპერის თეატრის ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველობამ ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში შეაჯამა.
თეატრის მმართველის, ხატია ვედმედევას განცხადებით, თეატრში მისი გუნდის მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარებს და ყველა ბილეთი იყიდება. ჩატარდა 11 საქველმოქმედო საღამო.
ვედმედევა ფინანსურ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრს 77 ათასი ლარი ჰქონდა გარღვევა ბიუჯეტში, რაც ამ ეტაპზე სრულად შევსებულია.
ოპერის თეატრის მმართველმა სამომავლოდ თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდაზეც ისაუბრა.
ხატია ვედმედევამ ასევე აღნიშნა, რომ საუბრები გოგი ჭიჭინაძის თეატრიდან წასვლაზე სიმართლეს არ შეესაბამება და ის ამჟამად კვლავ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.