საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №37(341) 17-23 ოქტომბერი, 2005 წელი
რა­ტომ ტყუვ­დება ხალხი არ­ჩე­ვან­ში?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/18 13:13:17

ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თობებს ა­ლა­დობა გან­საზ­ღვრავს - ზო­გი იმო­ნებს, ზო­გიც - სხვას ემო­ნება.

 

საპ­რე­ზი­დენ­ტო თუ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების პე­რი­ოდ­ში ბევრს მი­აჩ­ნია, რომ მი­სი რჩე­უ­ლი ხალხის იმე­დებს აუ­ცი­ლებლად გა­ა­მარ­თლებს.

 

მაგ­რამ არ­ჩევ­ნებიდან Sა­ლი­ან მა­ლე იმე­დები უც­რუვ­დებათ. ზო­გი აღი­ა­რებს, რომ არ­ჩე­ვან­ში შეც­და, ზო­გიც - გულს არ იტეხს და მა­ინც გა­იახის - დრო სჭირ­დება, ვა­ცა­ლოთ, ბატო­ნოო. საბოლო­ოდ, ხალხი სხვა ხელი­სუფ­ლების მო­ლო­დი­ნით იწყებს ცხოვ­რებას.

 

გა­მო­დის, რომ ხალხი ყვე­ლა არ­ჩევ­ნებში მოტყუებულია. მარ­თა­ლია, მათ წი­ნა წლების მწა­რე გა­მოც­დი­ლება აქვთ - აირ­ჩი­ეს და არ გა­უ­მარ­თლათ, მაგ­რამ ამჯერა­დაც იმა­ვეს იმე­ო­რებენ და არ­ჩე­ვან­ში ცდებიან, - ამბობენ ფსი­ქო­ლო­გები. ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თობები, ი­რი­თა­დად, ძა­ლა­დობაზეა დამყარებული, ხელი­სუფ­ლების კან­დი­და­ტები კი ხალხის მოტყუებას არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თობებით, მათ­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი­თა და ახლო კავ­ში­რებით აღ­წე­ვენ. მათ მი­ერ  ა­ლა­უფ­ლების ხელ­ში აღების­თა­ნა­ვე ეს უ­რთი­ერ­თობები ფორ­მა­ლურ ხასი­ათს იღებს და ხელი­სუ­ფალ­სა და ხალხს შო­რის მკაც­რი გა­მიჯვნა ხდება. ფსი­ქო­ლოგ გი­ვი მე­რაბიშ­ვი­ლის თქმით, არა­ფორ­მა­ლუ­რი, გუ­ლახდი­ლი ურ­თი­ერ­თობები ყოველ­თვის და­დებითად აღიქ­მება.

 

გი­ვი მე­რაბიშ­ვი­ლი:

 

- ფრო­ი­დის აზ­რით, ადა­მი­ა­ნებს ყოველ­თვის გაც­ნობიე­რებული არ აქვთ მო­მა­ვა­ლი მოქ­მე­დებები. უმ­რავ­ლეს შემთხვე­ვა­ში ისი­ნი არაც­ნობიე­რი ფსი­ქი­კით - ინ­ტუ­ი­ცი­ით, განწყობოლებებით და ა.შ. მოქ­მე­დებენ. რო­ცა ადა­მი­ა­ნი ხელი­სუფ­ლების სა­თა­ვე­ში მო­დის, არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თობები ფორ­მა­ლურ­ში გა­და­დის. წყდება ხალხს და ამით მათ აღი­ზი­ა­ნებს.

 

- ხალხთან ხელი­სუ­ფა­ლის და­შო­რების მი­ზე­ზი მხოლოდ ფორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თობებზე გა­დას­ვლაა?

 

-  ზოგჯერ ხელი­სუ­ფალს ხალხთან ურ­თი­ერ­თობებისათ­ვის დრო აღარ რჩება, საქ­მეები უგ­როვ­დება, მაგ­რამ მთა­ვა­რი ეს არაა. მას ხალხის­გან თა­ნამ­დებობის პი­რი­სათ­ვის გან­საზ­ღვრუ­ლი ეტი­კე­ტიც აშო­რებს. ჩი­ნოს­ნებთან მის­ვლა გარ­კვე­უ­ლი ბარი­ე­რების გავ­ლით ხდება და მკაც­რად რეგ­ლა­მენ­ტი­რებულია. ასე­თი ბარი­ე­რები ურ­თი­ერ­თობებს ამახინჯებს.

 

სხვა ადა­მი­ა­ნის და­მო­ნება, ან სხვის მო­ნად ქცე­ვა ადა­მი­ა­ნის თვი­სებაა. თით­ქმის ყვე­ლა ფორ­მა­ცია ამ პრინ­ცი­პით იყო აგებული. სამ­წუხაროდ, და­საბამი­დან დღემ­დე, ადა­მი­ან­თა ცხოვ­რებას Sა­ლა გან­საზ­ღვრავს. სახელ­მწი­ფო, ხელი­სუფ­ლება და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნებები, ყოველ­თვის ამ პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებდნენ, თუ ქვეყანა­ში ე.წ. თა­ვი­სუფ­ლება ა­ლა­დობით მყარ­დება, ესეც არ ნიშ­ნავს ჭეშ­მა­რიტ თა­ვი­სუფ­ლებას. ჭეშ­მა­რი­ტი თა­ვი­სუფ­ლება ფსი­ქი­კურ სიჯან­სა­ღეს­თან არის და­კავ­ში­რებული. ა­ლა­დობას წე­სი­ე­რების­კენ ზო­გა­დი გა­გებით მივყავართ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი - ასე არაა. ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი ახლაც სტა­ლინს და მის დიქ­ტა­ტო­რობას მის­ტი­რის. რო­ცა ქვეყნის ცხოვ­რებაში რა­ი­მე სირ­თუ­ლე იქ­მნება, მას იხსე­ნებს. ამბობს, სტა­ლი­ნი ცოცხალი რომ  იყოს, აუ­ცი­ლებლად გვიშ­ვე­ლი­დაო. ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ამ­გვა­რი საუბრის მი­ზე­ზი სტა­ლი­ნის სი­ცოცხლე­ში მის მი­ერ დამ­კვიდ­რებული ა­ლა­დობაა. მან ხალხს ისე­თი ა­ლა აგ­რნობინა, სიკ­ვდი­ლის შემ­დგო­მაც ემო­ნებიან. ჩვე­ნი ქვეყნის ცხოვ­რებაში ბევ­რი ხელ­მღვა­ნე­ლი პი­როვ­ნება იყო გა­ფე­ტი­შებული. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მა­თი და­კარ­გვით, ხალხს დამ­მო­ნებელი და­აკ­ლდა და არა-ქვეყნი­სა და ხალხის აღ­მა­შე­ნებელი.

 

- რა­ტომ ხდება, რომ ადა­მი­ა­ნი ან სხვას იმო­ნებს, ან თა­ვად ემო­ნება. ურ­თი­ერ­თობის შუ­ა­ლე­დუ­რი ფორ­მა არ არ­სებობს?

 

- ხში­რად ამბობენ, მე რომ პრე­ზი­დენ­ტი ვიყო, ან მე რომ მი­ნის­ტრი ვიყო, ამას და ამას გა­ვა­კე­თებდიო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ ეს თა­ნამ­დებობა რომ მის­ცე, იგი­ვეს გა­ა­კე­თებენ, რა­საც-მა­თი კრი­ტი­კის ობიექ­ტი.

 

რო­ცა ხალხს ეკითხებიან, რა თვი­სებებს უნ­და ფლობდეს ქვეყნის პირ­ვე­ლი პი­რი, სხვა­დასხვა კრი­ტე­რი­უ­მს ასახელებს - გა­ნათ­ლებას, ნი­ჭი­ე­რებას, გა­რეგ­ნობას... ფი­ლო­სო­ფო­სი კონ­ფუ­ცი ამბობდა, რომ მხოლოდ ზნეობრი­ვად ამაღ­ლებულ ადა­მი­ანს აქვს უფ­ლება, ერს წა­რუ­ღვე­სო. პლა­ტო­ნის თქმით კი, იგი ბრე­ნი უნ­და იყოს. სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი პი­როვ­ნება ხდება წი­ნამ­ღო­ლი,  მეც­ნი­ე­რებმა მა­ი­მუ­ნებზე ჩა­ა­ტა­რეს მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი.

 

რამ­დე­ნი­მე მა­ი­მუ­ნი ერ­თად მო­ა­თავ­სეს და ცხოვ­რების გარ­კვე­უ­ლი პი­რობები შე­უქ­მნეს. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თობები გა­მო­იკ­ვე­თა. ზო­გი უფ­რო­სობდა, ზო­გიც მას ემორ­ჩი­ლებოდა. მეც­ნი­ე­რებს აინ­ტე­რე­სებდათ, ვინ მო­ი­პო­ვებდა ლი­დე­რობას. ერთხელ მათ მცი­რე­დი საჭ­მე­ლი მი­უ­ტა­ნეს. წი­ნას­წა­რი ვა­რა­უ­დით, ლი­დე­რი ფი­ზი­კუ­რად ლი­ე­რი ან ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი უნ­და გამხდარიყო, მაგ­რამ ამ­გვარ­მა წი­ნას­წარ­მეტყვე­ლებამ არ გა­ა­მარ­თლა. ა­ლა­უფ­ლება ვერც ჭკვი­ან­მა ჩა­იგ­დო ხელ­ში და ვერც ფი­ზი­კუ­რად ლი­ერ­მა. მა­ი­მუ­ნების წინამღო­ლი ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი მა­ი­მუ­ნი გახდა. აქე­და­ნ მეც­ნი­ე­რებმა და­ას­კვნეს, რომ ურ­თი­ერ­თობები ხში­რად მარ­თლაც ა­ლა­დობაზეა დამყარებული. შე­ი­ლება ფი­ზი­კუ­რად ლი­ე­რი იყოს, მაგ­რამ თუ მას­ში აგ­რე­სი­აც არაა, ა­ლას ბოლომ­დე ვერ გა­მოიყენებს და გა­მარჯვებასაც ვერ მო­ი­პო­ვებს.

 

პო­ლი­ტი­კა­ში აგ­რე­სია ა­ლა­დობით ვლინ­დება. აგ­რე­სი­უ­ლი იპყრობს პო­ლი­ტი­კურ  ა­ლა­უფ­ლებას და მა­სებზე ახდენს გავ­ლე­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხალხი მი­სად­მი მორ­ჩი­ლი ხდება. გარ­კვე­ულ­წი­ლად, ხალხს მი­სი ში­შიც უჩ­ნდება.

 

- აგ­რე­სია მხოლოდ ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­შია?

 

- თა­ვი­სებური აგ­რე­სია ყვე­ლას აქვს. მის­გან გან­მუხტვა მა­შინ ხდება, რო­ცა იგი სხვას უყვი­რის, იმორ­ჩი­ლებს, სცემს, რა­ღა­ცას ამ­ტვრევს, ეჩხუბება. ეს უკეთ მა­შინ გა­მოს­დის, რო­ცა მის ხელ­ში გარ­კვე­უ­ლი უფ­ლებებიცაა. გა­რეთ გა­ტა­ნი­ლი აგ­რე­სია სხვა­ზე გა­და­დის, თვი­თონ კი თავს მშვი­დად გრნობს. ვი­საც არა აქვს ა­ლა­უფ­ლება და სა­შუ­ა­ლება, რომ აგ­რე­სია გა­რეთ გა­ი­ტა­ნოს, მას ორ­გა­ნიზ­მში იტ­რი­ალებს, დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დება, გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღება უჭირს, არას­რულ­ფა­სოვ­ნების გან­ცდა სტანჯავს და იუ­ლებული ხდება, ვი­ღა­ცას და­ე­მო­ნოს.

 

- არ­ჩევ­ნების შემ­დეგ ხალხს თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი აღარ მოს­წონს. ამბობს, რომ მოტყუვ­და. რა­ტომ ტყუვ­დება ხალხი, ან რა­ტომ ირ­ჩევს აგ­რე­სი­ულ ლი­დერს?

 

- ზო­გი ასეთ ადა­მი­ანს ენერ­გი­ულს ეახის და მი­სი ტემ­პე­რა­მენ­ტი მოს­წონს. ამბობს, - მუხლჩაუხრე­ლია, დღე და ღა­მე შრო­მობსო. არა­და, ყვე­ლა პი­როვ­ნების­თვის, მით უფ­რო ხელი­სუფ­ლების პირ­ვე­ლი პი­რის­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­ფიქ­რა­ლი დრო აუ­ცი­ლებელია. მან ფიქ­რით უნ­და გა­დაწყვი­ტოს ქვეყნის სტრა­ტე­გია და ბედი. თა­ნაც ჯან­სა­ღი ფიქ­რები სე­რი­ო­ზუ­ლი ფიქ­რის დროს ჩნდება. ვინც ფიქრს არ გა­ურბის, შე­ი­ლება ით­ქვას, იგი ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია.

 

ხში­რად ადა­მი­ა­ნებს ავიწყდებათ წი­ნა ხელი­სუ­ფა­ლის შეც­დო­მა, ან რო­ცა პი­როვ­ნებებს მე­ო­რედ და მე­სა­მედ ენ­დობიან და პირ­ველ პი­რებად კვლავ ირ­ჩე­ვენ, უნ­დათ, და­ი­ვიწყონ, რაც მათ გა­ა­კე­თეს და იჯერებენ, რომ ამჯერად, აუ­ცი­ლებლად აას­რუ­ლებს თა­ვის ნათ­ქვამს და ხალხზე იზ­რუ­ნებს.

 

რო­ცა შე­ვარ­დნა­ე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, ხალხი მის „ამაგს“ იმი­თაც აფა­სებდა, რომ უცხოეთ­ში წას­ვლას, ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რების მოწყობასა და დას­ვე­ნებას გა­ჭირ­ვებულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა არ­ჩია, მაგ­რამ ხალხი მოტყუვ­და.

 

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­ვარ­დნა­ა­ლი­ან მოტყდა. ამის მი­ზე­ზი მი­სი ასა­კი­ცაა, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც სხვაა. ხელი­სუფ­ლებაში ყოფ­ნი­სას მას ჰქონ­და იმის პი­რობა, რომ აგ­რე­სია გა­რეთ გა­მო­ე­ტა­ნა, მაგ­რამ, რაც ეს სამ­სახური და­ათ­მობინეს, აგ­რე­სი­ას შიგ­ნით იგ­რო­ვებს და, რო­გორც ჩანს, ამი­ტო­მაც ავადმყოფობს, რაც გა­რეგ­ნობაზეც შე­ეტყო.

 

- მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც აგ­რე­სი­უ­ლი ხელი­სუ­ფა­ლია?

 

- იგი ყოველ­თვის აგ­რე­სი­უ­ლი იყო, მაგ­რამ ამჟამად მას მე­ტი უფ­ლებები აქვს და მეტ აგ­რე­სი­ა­საც ავ­ლენს. მე­ტი აგ­რე­სია გა­მო­აქვს გა­რეთ, რაც მის ჯან­მრთე­ლობას  გა­რეგ­ნუ­ლად ნამ­დვი­ლად ეტყობა - ჯან­მრთე­ლად გა­მოიყურება. ასეა ნების­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი. ყვე­ლა მათ­გა­ნი აგ­რე­სი­ას თა­ვი­სებურად ავ­ლენს. ზო­გი პა­ტა­რა მა­სა­ზე ძა­ლა­დობს, ზო­გიც - უფ­რო დიდ­ზე. ხელი­სუფ­ლებაში ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებიც რომ მო­ვიდ­ნენ, რომ­ლებიც ჩი­ნოვ­ნი­კებს მკაც­რად აკ­რი­ტი­კებენ, იმა­ვეს გა­ა­კე­თებენ და ხალხი კვლავ მოტყუებული დარ­ჩება. ეს წრი­უ­ლი პრო­ცე­სი იქამ­დე გა­მე­ორ­დება, სა­ნამ ადა­მი­ა­ნები ფსი­ქი­უ­რად არ გაჯან­საღ­დებიან.

 

ნა­ნა და­ვი­თაშ­ვი­ლი

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №37(341) 17-23 ოქტომბერი, 2005 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია