დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში გზების ორმული შეკეთება დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/17 12:36:52

ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად, ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. დაიწყო გზის ორმული შეკეთება.

 სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსდაგი+“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 942672 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული ხარჯებით გზის ორმოულები .ასათიანის ქუჩაზე, .რუსთაველის, .გამახურდიას,. აღმაშენებლის გამზირზე შეკეთდება. სამუშაოები 31 აგვისტომდე დასრულდება.მიმდინარე სამუშაოები  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა.

 

,,გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერები გამოცხდებულია. საჩქარო იყო ორმოულების შეკეთება ცენტრალურ ქუჩებზე,ამიტომ სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დავიწყეთ.აღმაშენებლის ქუჩა 3 წლის წინ კაპიტალურად გაკეთდა, თუმცა დღეს ისევ შეკეთებას საჭიროებს,ეს იმაზე მიუთითებს,რომ წლების წინ ყველაფერი უხარისხოდ კეთდებოდა.ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მოვაგვაროთ დაგროვილი პრობლემები-განაცხადა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2506
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია