დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფელი და რწმუნებული
ბევრ ახალგაზრდას ურჩევნია, ქალაქში ტვირთის მზიდავი გახდეს, ვიდრე სოფლად ვაზის მოვლა და პატრონობა ისწავლოს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/17 12:26:39

ქვეყნის განვითარების ერთერთი უმთავრესი ნიშნული მოქალაქეთა კეთილდღეობაა. ბოლო წლების სტატისტიკით კი შეინინება გაზრდილი მიგრაცია ერთადერთი მიზეზით - გაიუმჯობესონ კეთილდღეობა. განსაკუთრებით იზრდება მათი რიცხვი, ვინც სოფელს სამუდამოდ ტოვებს.

 

მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები სოფლის განვითარების პროგრამასაც მოიცავს. საინტერესოა, უფრო დაწვრილებით გავეცნოთ სოფლის პრობლემებს და დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ამ საკითხზე. ამისთვის ჩვენ ვეწვიეთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის  სოფელ მეორე ობჩის რწმუნებულს. ბატონ ზურაბ ღვალაძესთან ინტერვიუში ბევრი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა.

 

 

        რა არის შემოსავლის ძირითადი წყარო  თქვენი სოფლის მოსახლეობისთვის? 

– სოფელ ობჩაში 535 ოჯახი ცხოვრობს. მათი ძირითადი შემოსავალია სოფლის მეურნეობის შედეგად მიღებული პროდუქტის რეალიზაციის თანხა, მცირე პროცენტული რაოდენობა კი მოდის საზღვარგარეთიდან ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად დახმარებაზე, აგრეთვე ხელფასებსა და სხვადასხვა სოციალურ დახმარებებზე.

 

        თქვენი აზრით, რა უმთავრესი პრობლემა აქვს მოსახლეობას, რა იწვევს მოსახლეობისგან სოფლების  დაცვალას?

 

        უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ სოფლის მეურნეობით მიღებული შემოსავლის სიმწირის გამო ახალგაზრდობა საცხოვრებლად ქალაქში მიდის. ბევრ მათგანს ურჩევნია, ტვირთის მზიდავი გახდეს, ვიდრე ვაზის მოვლა და პატრონობა განაგრძოს. ამასთან, მოტივაციის კრიზისი გამოწვეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაბალი ფასით. მოგეხსენებათ, რომ ბიოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირების გარეშე მოყვანილ მოსავალზე მოთხოვნილება სწრაფად იზრდება. სოფელში კი გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ ითესება. ამის მიუხედავად, ძალიან დიდ სირთულეს ქმნის ბაზარი, ის, ფაქტობრივად, არ გამოიმუშავებს საბაზრო სტიმულებს.

 

ამიტომ ძირეულ  პრობლემად მაინც რეალიზებას დავასახელებდი. ყველა ეს მოვლენა ჯაჭვური რეაქციით გადაბმულია ერთმანეთზე და საბოლოოდ იწვევს სოფლის დაცლას. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, კერძოდ, ინფრასტრუქტურის ნაკლებობას, გასართობი და სხვა ცენტრების არსებობას, ეს ინფრასტრუქტურა მხოლოდ იქ შეიძლება წაროიქმნას, სადაც დიდია მოსახლეობის რაოდენობა.

 

        თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს გარე მიგრაცია სოფლის მოსახლეობის ცვლილებაზე?

 

        საზღვარგარეთ ფულის შოვნა საკმაოდ მიმზიდველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიღარიბის ზღვარზე ხარ. მიგრაციის დიდი ტალღა 90-იანი წლებიდან დაიწყო. ადგილი ჰქონდა როგორც შიდა, ასე გარე მიგრაციას. დღესდღეობით გარე მიგრაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნებია: თურქეთი, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი, ამერიკა. სოფლის ყოველი მე-5 ოჯახიდან ერთი წევრი  უცხოეთიდან არჩენს ოჯახს.

 

        როგორია თქვენი აზრი პრობლემის მოგვარებაზე?

 

        ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი პრიორიტეტები. უმთავრესი, რაც სოფლის მოსახლეობის პოპულარიზაციას და სოფელში ადამიანების დაბრუნებას გამოიწვევს, ეს თავად ბაზარია. სწორედ ბაზარმა უნდა გამოუმუშაოს სტიმულები, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რომ მისი შრომა წყალში არ იყრება. მთავარი შემოსავლის წყარო არა ხელფასის სისტემა, არამედ სწორედ მეურნეობაა. მაგალითისთვის, სოფელ მეორე ობჩის უმთავრესი პრიორიტეტი ვაზია, აქაური განსაკუთრებული ლანდშაფტისა და ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის დამსახურებაა ის, რომ ობჩის ციცქა-ცოლიკოური უდიდეს მოწონებას იმსახურებს. თითოეული ჩვენგანი მაშინ იქნება ძლიერი, თუ ამ ტრადიციას შეინარჩუნებს და არ გაექცევა პრობლემებს.

 

 

გვანცა აბულაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია