საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფრაქცია "პარტიოტთა ალიანსი" დეპუტატებმა დატოვეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/03/14 15:57:01

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პარტიოტთა ალიანსს“ დეპუტატები გამოეყვნენ.  


6-წევრიანი ფრაქცია სამმა დეპუტატმა: თამაზ მარგველაშვილმა, რაულ ქორჩილავამ და გოგიტა გოგელაშვილმა დატოვა. მათ ახალი ფრაქცია დააფუძნეს, სახელწოდებით „პატრიოტები“.


„საჭიროებას წარმოადგენდა, რომ ორი ფრაქცია გვქონოდა საკრებულოში. ეს ხელს შეგვიწყობს უფრო დახვეწილ მუშაობაში,“ – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსში“ დარჩენილმა კახა ნემსიწვერიძემ.


ახალი ფრაქციის დარეგისტრირების გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.


ხლადშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილ იქნება.


ამ დროისათვის  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ სამი მაჟორიტარი დეპუტატი  - კახა ნემსიწვერიძე, ტატო მესხი და დავით ჯანაშია რჩებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2283
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია