დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლის დღიური
მე-17 სკოლა „ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების“ პროექტში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/14 15:24:41

10 თებერვალს მასწავლებლის სახლში გაიმართა პროექტის –„ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერების დასკვნითი კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის 17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, პედაგოგები თეა ქუთათელაძე, ნინო ჯანელიძე. პროექტში ჩართულმა ფიზიკის სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა თეა ქუთათელაძემ კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა ქართული გამოცდილება და წარმოადგინა პრეზენტაცია. 



პრექტი 2013 წლის აპრილში დაიწყო და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოიშვას, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.



პროექტის ფარგლებში შეირჩნენ მასწავლებლები, რომელთაც სწავლებაში თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში, პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი და ჩეხი ექსპერტების მიერ მომზადებული 4-ეტაპიანი ტრენინგების სერია გაიარეს. რენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: აქტიური სწავლება; შემოწმედებითობა განათლებაში; ინოვაციური განათლების საშუალებები დადებატები და სხვა სათათბირო მოდელები კომპლექსური და წინააღმდეგობრივი საკითხების გადმოცემისას“.



შემაჯამებელ კონფერენციაზე განხილული იყო პროექტის მიმდინარეობა, განხორციელებული აქტივობები, ინოვაციური განათლების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე ჩატარდა 6 ვორშოპი, რომელთაც ქართველი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი და უნგრელი ექსპერტები უძღვებოდნენ.



მონაწილეებს, კონფერენციის ძირითადი ნაწილის გარდა, საშუალება ჰქონდათ, რომ თითოეული სესიიდან აერჩიათ და დასწრებოდნენ თითო ვორშოპს.



ვორქშოპების თემები გახდლათ შემდეგი: „კინოხელოვნება განათლებაში“, რაც გულისხმობს: როგორ გამოვიყენოთ მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმი ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან მუშაობისას ენისა და ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიისა და ხელოვნების გაკვეთილებზე; „ვოქრშოპი ქართული გამოცდილების შესახებ“, სადაც განხილული იყო პროექტის მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნისა და უნარების, რეალურ სასკოლო პრაქტიკაში გამოყენების გზები; „ვიზუალური შემოქმედებითობა სკოლაში“, რომლის მიზანიც იყო ხაზი გაესვა ვიზუალური სწავლების მნიშვნელობისათვის და გაკვეთილზე ამ მეთოდის ეფექტურად გამოყენებაისათვის; „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბები“; „თამაშები და სიმულაციები განათლებაშიდაინტერაქტიული სტილები და მათი პრაქტიკული გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს“.

 

 


აღნიშნული პროექტი განხორციელდა ვიშეგრადის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისათვის ქსელის პოლონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ორგანიზაციებისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ.

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია