დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ იმუქრებიან წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები გზის გადაკეტვით? (video)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/14 14:20:04

ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მერვე შესახვევის მოსახლეობამ მათ ქუჩაზე არსებული პრობლ  ემები დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში ცხოვრობენ, მაინც გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა.

ამორტიზირებულია გზის საფარი, გახეთქილია წყლის მილები, რის გამოც ქუჩაში ყოველთვის წყალი დგას, გაუმართავია ელექტო ბოძები.

ადგილობრივების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას თუმცა უშედეგოდ. წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები  მერიას ამჯერად ერთ კვირიან ვადას აძლევენ, თუკი ერთ კვირაში მათ ქუჩაზე სამუშაოები არ დაიწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში წერეთლის ქუჩის ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილობრივებთან  ერთად ქუჩაზე არსებული პრობლემა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმაც გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ხელისუფლებამ საქმე უნდა აკეთოს, საკუთარ მოსახლეობას მოუსმინოს და პრობლემები მოუგვაროს, რის შემდეგაც საარჩევნოდ ხმების მათხოვრობა აღარ დასჭირდება.

 

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აღნიშნეს, რომ მათთან შესული განცხადების საფუძველზე დაიწყება აღნიშნული ქუჩის პრობლემების შესწავლა და შეეცდებიან ადგილობრივ ბიუჯეტში გამოძებნონ თანხები გზის კეთილმოსაწყობად, ვინაიდან  წერეთლის მერვე შესახვევი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ ქუჩებს შორის  ვერ მოხვდა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია