დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დები ჩხეტიანები №8 სკოლიდან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/13 15:05:06

„მე მინდა, ოქროს მედალი მივიღო!“ - რამოდენიმე წლის წინ მიპასუხა სიფრიფანა, ფერმკრთალი პირისახის მეხუთეკლასელმა  გოგონამ, სახელად ლეილა, როცა პირველ გაკვეთილზე კლასს შეკითხვა დავუსვი – რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი-მეთქი? როგორცმოგვიანებით გავიგე, იგი მასზე სამი წლით უფროსი ლია ჩხეტიანის და ყოფილა. ლეილა დღეს VII კლასის  მოსწავლეა და უკვე მჯერა, რომ პატარა გოგონას ბავშვური გულახდილობით გამხელილი სურვილი, ადრე თუ გვიან, რეალობად იქცევა, რადგან ბუნებამ ნიჭიერებასთან ერთად შრომისმოყვარეობით, გონიერებით, მიზანდასახულობითა და კეთილბუნებოვნებით უხვად დააჯილდოვა დები.

 

გაკვეთილზე არაერთხელ შემინიშნავს უფროსი დის - ლიას (X კლასი) იდეით სავსე თვალები, მრავალჯერ გავუოცებივარ მის ასაკისათვის უჩვეულოდ სიღრმისეულ პასუხს, უშრეტ ინტერესსარამხოლოდ კონკრეტული საგაკვეთილო მასალის, არამედ ბევრი სხვა სფეროს მიმართ. იგი სკოლის სახელით ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქტივობებში. ახლახან ეროვნული ოლიმპიადის III ტურის მონაწილე გახდა სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბიოლოგია).

 

რაც შეეხება  ლეილას, იგი კლასის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ამას სხვა პედაგოგების მიერ მისი მისამართით გამოთქმული მოსაზრებები კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ადასტურებს. მსგავსი მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს, მასწავლებელს კი უფრო მოტივირებულს ხდიან.

 

მათი უმცროსი დებიც - ეკატერინე (I კლასი) და სალომე (III კლასი) ღირსეულად მიუყვებიან წინსვლისა და წარმატებისკენ მიმავალ მათ კვალს და გენეტიკურ  დონეზე გამოვლენილი ნიჭიერებით აოცებენ თავიანთ პედაგოგებს.

 

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ გამორჩეული ბავშვები სკოლის სიამაყეს წარმოადგენენ. ყველა პედაგოგი კი, ვინც ვალდებულებას იღებს, მოსწავლის აღზრდა-განვითარების საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოს, ძალას არასდროს დაიშურებს მათი ნიჭიერებისა და განსაკუთრებულობის წარმოჩენისათვის, რათა ერთ დღესაც სიხარულით და სიამაყით წარმოთქვას: „მე მას ვასწავლიდი“.

 

ლიკა ჯაფარიძე

 

სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია