დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/13 14:09:43

ქუთაისის 2015-2017 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე იმსჯელეს დღეს გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის მმშ-მ და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

შეხვედრაზე ქალაქგანვითარების გეგმის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. ქალაქის სტრატეგიული განვითარების  დოკუმენტი  2013 წელს შემუშავდა და ამავე წელს დაამტკიცა საკრებულომ, თუმცა, როგორც მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა აღნიშნა, ქალაქის თვითმმართველობაში განვითარებული მოვლენების გამო არსებული გეგმის განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხდა.

 

თვითმმართველობას აქვს უფლება, თავად შეარჩიოს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტები.

 

ქალაქგანვითარების გეგმის შემუშავება ორ ეტაპად მოხდება. პირველი ეტაპი ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს, მეორე ეტაპზე კი უკვე სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვარიანტის შემუშავება მოხდება, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 

შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ქალაქისთვის აუცილებელი  და სტრატეგიული პროექტების გეგმის შედგენაზე, მუშა პროცესში ჩართულნი იქნებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება. ჩემი მუშაობის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ქალაქში არსებული სიტუაცია დასტაბილურებულიყო. ვინაიდან მეტ-ნეკლებად მივაღწიეთ ამას, სტაბილურობის კუთხით, საბიუჯეტო შემოსავლები გეგმიურად შემოდის,  ასევე 6 მილიონი, რომელზეც საუბრობდნენ, რომ დაიკარგებოდა, დაუბრუნდა ქალაქას, არასოდეს არ ყოფილა იმდენი ახალი პროექტი ქალაქის განვითარების კუთხით, როგორც ახლაა. ამიტომ ჩვენ გვაქვს სურვილი,  ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, ოთხწლიან პერსპექტივაში რას უნდა მივაღწიოთ, რისთვისაც აუცილებელია ქალაქგანვითარების სოციალურ-ეკონომიკური გეგმა, რომლის ფარგლებშიც მომავალი 4 წლის განმავლობაში  ქუთაისის განვითარება გეგმიურად მოხდება,“ – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ.


 

პროექტს კურატორობას  ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე გაუწევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია