საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელ აბონენტებს შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ზედმეტი გადასახადი დააკისრა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/12 13:55:49

შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ გასული წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის აბონენტებს 20%-ით გაზრდილი გადასახადი დააკისრა.


აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში ისაუბრეს.


როგორც პარტიის თავმჯდომარე გოგი წულაიამ აღნიშნა, გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით მათ ერთი თვის წინ ბრიფინგი გამართეს და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ორგანიზაციას წერილობით მიმართეს. წულიას განცხადებით, „სოკარის“ იმერეთის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ გაზრდილი გადასახადი პროგრამული კორექტირებისას დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია.


„ჩვენ მივმართეთ „სოკარს“. მიღებულ წერილში ნათლად წერია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ აბონენტების დავალიანების დაანგარიშებისას კორექტული შეცდომა დაუშვა, რის გამოც დეკემბრის თვეში მოსახლეობას გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუხდა. მოვუწოდებ ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს - შტაბის უფროსობას დაანებე თავი და ენერგეტიკას მიხედე, კალაძე,  ენერგეტიკას!

 

საერთოდ, მოსახლეობის უფლებებს სემეკი უნდა იცავდეს, მაგრამ ეს სამსახური თბილისიდან ქუთაისსა და ქუთაისიდან თბილისს შორის სირბილით არის დაკავებული და მოსახლეობისთვის არ სცალიათ. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, გამოიძიოს ეს საქმე და ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას ზედმეტი გადასახადი უკან დაუბრუნოს,“ - განაცხადა წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია