დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
იზა ვეფხვაძის ლიტერატურული თეატრის სპექტაკლს ქუთაისის ოპერის თეატრი უმასპინძლებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/12 13:39:13

 რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  „ ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“... რომელიც ეძღვნება ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვან იუბილეს. პროექტის ფარგლებში, ქართულ-ებრაული თამატიკისადმი მიძღვნილ, იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურულ სპექტაკლს , თეატრი გამართავს საქართველოს იმ რეგიონებში,  სადაც საუკუნეთა განმავლობაში სახლობდნენ ებრაელები.


   ლიტერატურული სპექტაკლის წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა 27 თებერვალს თბილისში, ებრაულ სახლში.

   

13 მარტს, 18 საათზე, ლიტერატურული წარმოდგენა გაიმართება ქუთაისის ოპერის თეატრში, 12 მარტს სამტრედიის სოფელ კულაშში, ებრაელთა მუზეუმში.


     სპექტაკლის „ ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“... ავტორი, რეჟისორი და მსახიობი გახლავთ იზა ვეფხვაძე, საღამოს მუსიკალური გამფორმებელი  -დალი მერაბიშვილი, ტექნიკური მენეჯერი - ივანე ჭიპაშვილი.


   პროექტი გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში, ხოლო დასკვნითი წარმოდგენა გაიმართება ქალაქ თბილისში.


 

  საკონტაქტო პირი იზა ვეფხვაძე ; ტელ: 557192332

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია