დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პუტინის მხარდამჭერი ეროვნებით ქართველი ხელოვანები
2014/03/12 12:58:14

რუსეთის ათეულობით ხელოვნების მუშაკი ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინს თავის მხარდაჭერას უცხადებს.

 

აღნიშნულ ინფორმაციას, „იზვესტია“ ავრცელებს.

 

მხარდამჭერებს შორის არიან მოქანდაკე ზურაბ წერეთელი და რუსეთის სახალხო არტისტი, ბალეტი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე.

 

„იმ დღეებში, როდესაც ყირიმის და ჩვენი თანამემამულეების ბედი წყდება, რუსეთის კულტურის მუშაკები ვერ იქნებიან პროცესების გულგრილი დამკვირვებლები ცივი გულით. ჩვენი საერთო ისტორია, ფესვები, კულტურა და მისი სულიერი წარმომავლობა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და ენა სამუდამოდ გვაერთიანებს.

 

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ხალხების ერთიანობას და კულტურას ძლიერი მომავალი ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასთან და ყირიმთან დაკავშირებით", – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ცნობილ რუს ხელოვანებთან ერთად ხელს აწერს რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი და რუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრე ცისკარიძე.

 

განცხადებაზე ცნობილი რუსი ხელოვანების ხელმომწერთა შორისაა მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი, რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი. სულ 100-მდე ხელოვანი.

 

წყარო:http: //alexzavodyuk.livejournal.com/ და newposts.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2293
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია