დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“საქართველო ინვესტორებს შესანიშნავ ადგილმდებარეობას და 900-მილიონიან ბაზარს სთავაზობს”- ირაკლი ღარიბაშვილი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/12 12:32:01

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ბიზნესშესაძლებლობების დიდ არჩევანს სთავაზობს. 

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტია. “მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, მთავრობის დებულებად და პრიორიტეტად გამოცხადდა კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა. ჩვენი მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო იქცეს ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ და სამაგალითო ქვეყნად. საქართველო ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ბიზნესშესაძლებლობების დიდ არჩევანს სთავაზობს, ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სფეროებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტურიზმი, მრეწველობა, რეგიონული მომსახურება, ლოგისტიკა და აგრობიზნესი. ამასთან, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა საქართველო-ისრაელის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შედეგებს. ინვესტორებს ვთავაზობთ მყარ სუვერენულ ბალანსს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, რაც გულისხმობს დაბალი გადასახადების მხოლოდ ექვს ფიქსირებულ პირს, კონსერვატიულ საბანკო სექტორს, განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციებს, კონკურენტული ფასებით და სტაბილურად მიწოდებულ ენერგორესურსებს, კვალიფიციურ სამუშაო ძალას კონკურენტული ტარიფებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

წყარო:pia

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია