საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
13 მარტს ქუთაისში 8400 აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/11 15:08:05

მიმდინარე წლის 13 მარტს მაღალი ძაბვის ქვესადგურშიქუთაისი-I” დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 8400-მდე აბონენტს ქალაქ ქუთაისის კახიანოურის, საფიჩხიისა და ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

 

მომხმარებლების ენერგომომრაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სსენერგო-პრო ჯორჯია/ ქვესადგურშიქუთაისი-1“ გამანაწილებელი მოწყობილობებზე გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება 1100 -დან 1700 საათამდე შეუწყდება ფოთის, ბაქოს, უზნაძის, ლომონოსოვის, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის, რაზმაძის, ანჯაფარიძის, ასათიანის, სინაურის, გვანცელაძის, რესპუბლიკის, დავითაშვილის, მჭედლიძისა  და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო წერეთლის ქუჩას, აღმაშენებლისა და  ჭავჭავაძის გამზირებს ნაწილობრივ. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.  

 

 

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოებს ენერგოკომპანია პერიოდულად ახორციელებს მის  ქსელში არსებულ ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია