საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №34 (338), 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი, 2005 წელი
დიმიტრი არაყიშვილის შთამომავლობა დიდი მუსიკოსის შესახებ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/11 14:15:38

ე სიტყვით ვერ გადმოგცემთ, როგორი ოვაციით ხვდებოდნენ მამას კონცერტებზე მოსკოვში. მას უდიდეს პატივს სცემდნენ ყველგან. ის იყო სათნო, კეთილი, მაგრამ პირდაპირი ადამიანი. ყოველთვის თამამად გამოთქვამდა საკუთარ აზრს. სხვა მის ადგილზე, შესალოა, გადაესახლებინათ, მას კი ანგარიშს უწევდნენ“, - ასე ახასიათებს დიდ ქართველ კომპოზიტორს, დიმიტრი არაყიშვილს, მისი ქალიშვილი თამარი. ის ერთადერთი ცოცხალი მემატიანეა ცნობილი მუსიკოსის მრავალშვილიანი ოჯახისა.

 

 

დიმიტრი არაყიშვილი 1873 წელს დაიბადა ვლადიკავკაზში, ღარიბ ოჯახში. ბავშვობიდანვე ჰქონდა შესანიშნავი სმენა და ხმა, რამაც ხელი შეუწყო მის პროფესიონალ მუსიკოსად ჩამოყალიბებას.


დიმიტრი არაყიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უამრავი უნიკალური ხალხური სიმღერის გადარჩენა. 1901 წელს ის პირველად ჩამოდის საქართველოში. აწყობს ექსპედიციებს ყველა კუთხეში, სადაც იიებს ხალხურ სიმღერებს და ახდენს მათ ჩაწერას. შემდეგ მათ მეცნიერულ ანალიზსაც გვალევს. იგი ითვლება ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუემდებლად. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ამ მამულიშვილურ საქმეში მას მეცენატობას უწევდა დავით სარაჯიშვილი. სიმბოლურია ის ფაქტი, რომ დიმიტრის შვილიშვილს, ვახტანგ არაყიშვილს ახლახანს, საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად საბუთების მომზადების დროს, სწორედ დავით სარაჯიშვილის შთამომავალი, ზაალ სარაჯიშვილი დაეხმარა.

 

დიდ კომპოზიტორს შექმნილი აქვს ასამდე რომანსი. 1919 წლის 5 თებერვალს კი მისი ლირიკული ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ პირველად იდგმება თბილისის საოპერო თეატრში. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის კონსერვატორიას, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პედაგოგად. დიმიტრი არაყიშვილს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის საპატიო ხარისხი, არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

 

 

***

 

დიმიტრი არაყიშვილს ჰყავდა ექვსი შვილი და ათი შვილიშვილი. მის ქალიშვილს, თამარს, კარგად ახსოვს, როგორ დაუღალავად შრომობდა მამა და ქმნიდა დიდებულ რომანსებს მათ მრავალსულიან, ხმაურიან ოჯახში. აქ ხშირად მოდიოდნენ სტუმრად ცნობილი ადამიანები.

 

„მახსოვს, მოვიდოდა ხოლმე გალაკტიონი (ტაბიძე), ხშირად ნასვამი, მოგვესალმებოდა, ჩამოჯდებოდა ოთახის რომელიმე კუთხეში და საათობით უსმენდა მამას უხმოდ. ბოლოს დაგვემშვიდობებოდა და წავიდოდა. იშვიათად, საკუთარი ახალი ლექსის ორ სტროფსაც წაგვიკითხავდა ხოლმე“, - იგონებს თამარ არაყიშვილი.

 

დინარა და ვახტანგ არაყიშვილები დიდი მუსიკოსის უმცროსი ვაჟის - შოთას შვილები არიან. დინარა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც ახლაც დგას როიალი, ბაბუას მიერ გაცვეთილი კლავიშებითა და მისი ხელნაწერი ნოტებით, ხოლო ვახტანგი პეტერბურგში მოღვაწეობს. მართალია, როცა დინარა და ვახტანგი დაიბადნენ, ბაბუა ცოცხალი აღარ იყო (ის 1953 წელს გარდაიცვალა), მაგრამ მათ გადმოცემით იციან სახელოვანი წინაპრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა დეტალი. როგორც თვითონ ყვებიან, მათ მამას, შოთა არაყიშვილს, ერთ-ერთ პირველს, ჩამოუყალიბებია ჯაზ-ორკესტრი. ბატონი დიმიტრი დიდი ამბით მიუწვევიათ კონცერტზე. ორიოდე მუსიკალური ნომრის მოსმენის შემდეგ, წამომდგარა დიდი კლასიკოსი, „ეს რა შვილი გამიზრდიაო“, - ჩაულაპარაკებია აღშფოთებულს და... დარბაზი დემონსტრაციულად დაუტოვებია. დიმიტრის შვილებიდან კონსერვატორია დაამთავრა ერთმა ქალიშვილმა - ნინამ, ხოლო ვაჟი - გიორგი, თურმე, თვითონვე გარიცხა საგნების ჩაუბარებლობის გამო.

 

დიმიტრი არაყიშვილის შვილიშვილებიდან მხოლოდ დინარა და ვახტანგი გაჰყვნენ ბაბუის კვალს. ორივემ კონსერვატორია დაამთავრა. ქალბატონ დინარასთვის სახელი დიმიტრი არაყიშვილის ამავე სახელწოდების ოპერის გავლენით დაურქმევია მამას. შვილიშვილებს ეამაყებათ, სახელოვანი წინაპრის შთამომავალნი რომ არიან დაძალიან ახარებთ ისიც, რომ ბაბუის რომანსებზე დღესაც იზრდებიან  მუსიკოსები. როგორც ბატონი ვახტანგი თვითონ ამბობს, პეტერბურგშიც ხშირად მოუსმენია დიმიტრი არაყიშვილის რომანსები კონსერვატორიის სტუდენტთა კონცერტებზე. ის ამჟამადაც პეტერბურგში ცხოვრობს, სადაც მუსიკალური სკოლის ორკესტრში მოღვაწეობს და მცირე ბიზნესსაც ეწევა - პიანინოებისა და როიალების რესტავრაციით არის დაკავებული.

 

ვახტანგ არაყიშვილმა გადმოცემით იცის, რომ ბაბუა უკეთილშობილესი ადამიანი იყო. მან ცეკას პირველ  მდივანს, მგელაძეს, ავტომანქანასა და ბინაზე უარი უთხრა. ეს უკანასკნელი გაჭირვებულ მეგობარ კომპოზიტორს დაუთმო, რომელიც საერთო საცხოვრებელში იყო შეხიზნული. თუმცა, ამავე დროს, თვითონაც, მრავალსულიანი ოჯახით, ერთ პატარა ბინაში ცხოვრობდა.

 

ბატონი ვახტანგი ერთ კურიოზსაც იხსენებს, რომელიც თავად გადახდა თავს: „არაყიშვილის ქუჩაზე დამიჭირეს მილიციელებმა უსაბუთობის გამო. წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ არაყიშვილი ვიყავი, ვიდრე მამაჩემს არ დაუკავშირდნენ. როცა დარწმუნდნენ, ნამდვილად არაყიშვილი ვიყავი, დიდი კომპოზიტორის შვილიშვილი, ბოდიშიც მომიხადეს და მთელი განყოფილება გამომყვა გასაცილებლად“.

 

ქალბატონ დინარას თქმით: „ბაბუა უშიშარი კაცი იყო. ყოველთვის თამამად ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. ერთხელაც, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას, ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით ამბობს: „როცა შემოვიდნენ ბოლშევიკები“... მას შეუსწორეს: „...კი არ შემოვიდნენ, ბატონო დიმიტრი, არამედ, როცა გაიმარჯვა საბჭოთა ხელისუფლებამ“... „კარგით, რადგანაც თქვენ ასე გსურთ“... - უპასუხნია ბაბუას. მაშინ ამის თქმას ძალიან დიდი გამბედაობა უნდოდა. სხვას მის ადგილზე გადაასახლებდნენ, ბაბუასთვის კი არაფერი უთქვამთ“.

 

დიდი ქართველი კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი შვილიშვილი? ნანა სანიკიე (თამარის ქალიშვილი) იხსენებს: „1953 წლის აგვისტოში ოქროყანაში წავედით დასასვენებლად, ბაბუაც ჩვენთან ერთად იყო. მოულოდნელად, იმ დღესვე დავბრუნდით თბილისში. პატარებმა ვერ გავაცნობიერეთ მიზეზი, მოგვიანებით  კი მივხვდით, რომ ბაბუა გარდაიცვალა“.

 

დიმიტრი არაყიშვილი გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში გარდაიცვალა, მისმა რომანსებმა კი საუკუნეს უკვე გაუძლო და, კიდევ დიდხანს იარსებებენ მის მიერ გადარჩენილ მუსიკალურ ფოლკლორულ ნიმუშებთან ერთად.

 

 

ნატო გუბელა 

იამზე ბრეგვა

 

     

 

   

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია