დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №34 (338), 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი, 2005 წელი
რატომ იკლავენ ადამიანები თავს?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/11 14:13:46

თვითმკვლელობამ იმერეთში სამჯერ მოიმატა

 

ვითმკვლელობა კაცობრიობისთვის „უცხო ხილი“ არასდროს ყოფილა, მაგრამ საკუთარი ხელით სიცოცხლის მოსწრაფების მსურველთა და განზრახვის სისრულეში მომყვანთა ასაკის გაახალგაზრდავება დღევანდელი საზოგადოების დაფიქრების საგანს ნამდვილად წარმოადგენს.

მართალია, საქართველოში სუიციდის (თვითმკვლელობის) შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ, როგორც ამ პრობლემის შემსწავლელი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ირწმუნებიან, ბოლო წლებში თვითმკვლელობის შემთხვევები ქვეყანაში სამჯერ მაინცაა მომატებული.

 

შსს იმერეთის სამხარეო სამმართველოში აგვისტოში თვითმკვლელობის, ოფიციალურად, რვა შემთხვევაა დაფიქსირებული:

 

ქუთაისი - 1978 წელს დაბადებულმა გიორგი კერესელიემ 12 აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით, გულმკერდის არეში მიიყენა ჭრილობა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

25 აგვისტოს 1984 წელს დაბადებული მირზა ჩუბინიე მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

 

წყალტუბო - სოფელ ცხუნკურში 1966 წელს დაბადებულმა მერაბ ფირცხალავამ საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო თავი.

 

ჭიათურა - სოფელ რცხილათში 1960 წელს დაბადებულმა გულად უფლისაშვილმა, თვითმკვლელობის მიზნით, მინის ნატეხით მიიყენა ჭრილობები ყელისა და ხელის არეში.

 

სოფელ ითხვისში 1964 წელს დაბადებულმა ოლეგ იაკობიემ გულ-მკერდის არეში დანის დარტყმით მოიკლა თავი.

 

სოფელ დარკვეთის მკვიდრმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გოგა ელბაქიემ მუცლის არეში დანით მიიყენა ჭრილობები.

 

 სამტრედია - აფხაზეთიდან დევნილმა, 1962 წელს დაბადებულმა ნოდარ შაქაიამ ყელში გამოისვა დანა.

 

1931 წელს დაბადებულმა ჯულიეტა სანიემ, თვითმკვლელობის მიზნით, დიდი რაოდენობით სამედიცინო აბები მიიღო.

 

სუიციდის მხრივ იმერეთში შექმნილი სურათის წარმოსადგენად პროკურატურას დავუკავშირდით. ოლქის მთავარი პროკურორის, მიხეილ ჩოგოვაSის განმარტებით, „საქმე მაშინ აღირება, თუ გარდაცვლილი ვინმემ თვითმკვლელობამდე იულებით მიიყვანა. ასეთი საქმეები კი ფართო საზოგადოებისთვის მკაცრად გასაიდუმლოებულია“.

 

ექიმი-ფსიქიატრი,  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი მაია ნუცუბიე იმერეთის მხარის სუიციდიოლოგიური მდგომარეობის კლინიკო-ეპიდემიოლოგიურ ანალიზს 1994 წლიდან აწარმოებს, რაც საფუSველი შეიქმნა იმისა, რომ მას ეთქვა: - „ამ მხრივ საქმე იმერეთში შეშფოთების საბაბს ილევა. ბოლო წლებში თვითმკვლელობების რიცხვმა სამჯერ მოიმატაო, კი ვამბობთ, მაგრამ ვერავინ დაიჩემებს, რომ კვლევის ეს შედეგი რეგიონში შექმნილ სურათს 100 პროცენტით ასახავდეს. ამ პრობლემას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. კეროდ, ქართული ყოფიერების სტიგმით, თვითმკვლელობა ჩვენში სამარცხვინო ლაქად აღიქმება - გვარისთვისაც კი. გაგიგონიათ, ალბათ: - ამის ბაბუამ ან ბებიამ თავი მოიკლაო. ამიტომაც თვითმკვლელობას, ან მისი მცდელობის ფაქტებს ოჯახის წევრები მკაცრად ასაიდუმლოებენ“.

 

სუიციდზე აღარაფერს ვამბობთ, როცა თვით პარასუიციდის (თვითმკვლელობის მცდელობის) შესახებაც კი ინფორმაციის გაცემას უფრთხიან  ჯანდაცვის დაწესებულებები. აქაც მოქმედებს ის მექანიზმი, რომ ოჯახს არ სურს ასეთი ფაქტის გახმაურება.

 

„არადა, პარასუიციდის დროს სპეციალისტის დროულად ჩარევა შედეგს გამოიღებს. უარყოფითი ენერგია რაღაც დროის მანSილზე გროვდება და ის, რაც მიზეზად სახელდება, სავსებით შესაSლებელია, იყოს მხოლოდ საბაბი“... - აცხადებს მაია ნუცუბიე.

 

სპეციალისტების განმარტებით, სუიციდიენტები მაის-ივნისში გააქტიურდებიან ხოლმე. საშიშ საათებად 12-15 საათია მიჩნეული. ამ ვარაუდს თავისი ახსნაც მოუებნეს: პირადი ცხოვრებითა და ყოფით გულდამიმებულ, სუიციდისადმი მიდრეკილ ადამიანებს განსაკუთრებით ის პერიოდი აღიზიანებთ, როცა ბუნება ლამაზდება და ხალხში გამოცოცხლება იგრნობა, „მე კი ამ დროს რა უბუდური ვარ“.

 

შეგროვილი ინფორმაციის საფუველზე, შეილება ითქვას, რომ მამაკაცები უფრო მეტად იმეტებენ სიცოცხლეს, ვიდრე - ქალები. საშუალო შეფარდებაა 3,5:1 მამაკაცების „სასარგებლოდ“.

 

თვითმკვლელობის მეთოდების შემდეგი სურათია დაფიქსირებული: მთლიანად რეგიონში სიცოცხლესთან გამომშვიდობების ხერხებს შორის „ლიდერობს“ მოწამვლა, რასაც მოჰყვება ცეცხლსასროლი იარაღით თავის მოკვლა, ცივი იარაღი, სიმაღლიდან გადმოვარდნა, წყალში დახრჩობა, აფეთქება და დაწვა.

 

მაია ნუცუბიე ირწმუნება, რომ სოფელში ალზე „პოპულარული“ - მოწამვლით თვითმკვლელობა ქალაქში მეექვსე ადგილზეა: სოფლის მოსახლეობას შხამ-ქიმიკატებთან ხელი გაცილებით ადვილად მიუწვდება, აქ კი გადმოვარდნით ისწრაფებენ სიცოცხლეს. ქალაქისა და რეგიონის სუიციდიენტთა ასაკობრივი შედარებისას საინტერესო თავისებურებაც იკვეთება: - რაიონებში გაცილებით მეტია ახალგაზრდა თვითმკვლელთა პროცენტული შემცველობა. „ეს სავსებით გასაგებია, თუ დღევანდელი ქალაქისა და სოფლის ყოფას შევადარებთ ერთმანეთს. სოფლებში ახალგაზრდები ერთფეროვნებას ვერ ეგუებიან. მკვეთრი განსხვავებაა არსებულ და მათთვის სასურველ ცხოვრების სტილს შორის, რომელსაც ისინი, ირითადად, ტელევიზიის მეშვეობით ხედავენ. რეგიონებში ახალგაზრდების თვითრეალიზების შანსი თითქმის ყოველთვის 0-ის ტოლფასია (ამ მხრივ ვანი ნამდვილად ყველა რაიონს „უსწრებს“ წინ), ქალაქში კი უფრო უჭირთ უფროსი თაობის ადამიანებს, რომლებიც მოესწრნენ უკეთეს ცხოვრებას და უნელდებათ ეკონომიკური პრობლემების დალევა.

 

საინტერესო თავისებურება გამოიკვეთა ფსიქიურად აშლილი ადამიანების თვითმკვლელობისადმი დამოკიდებულებაშიც. მათი რიცხვი საკუთარი სიცოცხლის ხელმყოფთა შორის საკმაოდ მცირეა. ისინი, მეტწილად, გადმოვარდნით ან წყალში დახრჩობით იკლავენ თავს.

 

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია შეურაცხადის მიერ თვითმკვლელობისას გამონაკლისს უშვებს და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად რჯულის ყველა  კანონს იყენებს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით შერაცხად სუიციდიენტზე.

 

ალზე გახშირებულმა თვითმკვლელობებმა მართლმადიდებლურ ეკლესიას, კარგა ხანია, გაუჩინა საზრუნავი. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე თვითმკვლელობის უმთავრეს მიზეზად ადამიანის მიერ ეშმაკის გზით სვლას ასახელებს:

 

„კაცმა მარტო წუთისოფლის მიერ დაწერილი კანონებით არ უნდა იცხოვროს.  ფარისეველი ღვთის კანონების დარღვევას არ სჯერდება და საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლებასაც ალევს თავის თავს. ლოცვა, მარხვა და სიკეთის კეთება - აი, ის, რითაც უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა“ , - დასენს მეუფე კალისტრატე.

 

როგორც ფსიქიატრები ირწმუნებიან, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სულით ავადმყოფთა მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, მოღვრის დახმარება, მისი სიტყვა დიდი ალისაა, ეფექტურ ზემოქმედებასაც ახდენს...

 

ქუთაის-გაენათის ეპარქიასთან არსებულ ერთ-ერთ მონასტერში სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაა დაგეგმილი, სადაც ნამკურნალებ ადამიანებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დარეგულირებაშიც დაეხმარებიან.

 

თამარ ბახტა

 

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  №34 (338), 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი,  2005 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია