დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრადიციული კონცერტი არაორდინალური ფორმით
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/11 11:30:08

ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის ვაჟ აღსაზრდელთა კონცერტი გაიმართა. ამ ფორმით მათ დედებს, დებს, თავიანთ მეგობარ გოგონებს გაზაფხული მიულოცეს.


უკვე 7 წელია, რაც ვაჟთა კონცერტის ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა, რასაც სასწავლებელში ვაჟების კონტინგენტის საკმაო რაოდენობამ შეწყო ხელი. კონცერტის ფორმატი ყოველწლიურად იცვლება. ის ტარდება როგორც სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში, ასევე სხვადასხვა საგამოფენო, თუ მუსიკალურ სივრცეში.


წელს დირექციამ კაფე „ფოე-ფოე“ აირჩია, სადაც სალონური საღამო მოეწყო. ღონისძიების დროს სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა უმასპინძლეს არამხოლოდ სამუსიკო სკოლის პედაგოგებს, მშობლებს, არამედ ქუთაისის ფართო საზოგადოებას, საღამოზე დასწრების ნებისმიერ მსურველს.


კონცერტი ტრადიციულად საინტერესო იყო და სასიამოვნო წუთებიც აჩუქა მსმენელს.

 

 

დალი ბარაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია