დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის „ტორპედოს“ 18 300 ლარი ჯარიმა დაეკისრა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/03/11 11:24:40

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ტორპედოს ჯარიმის სახით 18 300 ლარი დაეკისრა, თბილისის „დინამოს“ კი – 800 ლარი.

 

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს 5 მატჩიანი  დისკვალიფიკაცია დაუდგინეს.


ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ჩაშლილი შეხვედრა „დინამოს“ სასარგებლოდ 0:3 ჩაითვალა.

 

 

სტადიონზე დაკავებული „ტორპედოს“ 25 გულშემატკივარი ქუთაისი საქალაქო სასამართლომ გაასამართლა.  ყველა მათგანს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, რომლის ოდენობა მოსამართლემ ინდივიდუალურად დაადგინა. ჯარიმა 200-დან 500 ლარამდე განისაზღვრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია