საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კარცერი–ლუქსი
გურამ დოჩანაშვილი: რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/10 18:58:27

წაიკითხეთ განწყობისათვის...

ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის რომანიდან "სამოსელი პირველი"

 


“- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?


- ქალს? – სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი – ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.


- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? – თუმცაღა სწორი კია…


- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.


- როგორ მაინც?


- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა “ტან-ფეხი” გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?


- მაშინ თქვენ სცადეთ…


- ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.


- ფეხაკრეფით?


- კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.


- და როცა მოვა, – როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.


- ეს როგორ…


- ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…


- რას ამბობენ…


- არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…


- თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…


- სახის ჩრდილები, – ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…


- ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.


- არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო – ტან-ფეხი…


- თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.


- ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, – არ შემიძლია…


- რატომ?


- რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.


- არა, არა, მაგიტომ არა…


- აბა რატომ?


- რატომ და ვიბნევი, – თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…


- აი, თუნდაც ხელისგული…


- ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული… და თუ უყვარხართ, თუ უყვარხართ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი…”

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2810
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია