დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პარკირება 20 თეთრით ძვირდება(Video)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/10 12:46:10

ქუთაისის საკრებულოს დადგენილებას, პარკირების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში აპროტესტებენ. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, მაშინ, როდესაც ქალაქში მძიმე სოციალური ფონია გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

 

„ჩვენ ვაპროტესტებდით პარკირების იმ სისტემას, რაც იყო ქალაქში, მაგრამ ახლა ერთი სიმახინჯიდან  მეორე სიმახინჯე მივიღეთ. საკრებულოს დადგენილებით, პარკირება ერთი პიროვნების ხელში გადადის, რაც თავშივე გულისხმობს კორუფციულ სქემას. საკრებულოს წევრებმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯერ ქალაქში არსებული მდგომარეობა შეაფასონ და მერე მოახდინონ საფასურის გაზრდა. მთელი ქალაქი სიღარიბის პირასაა, ლუკმის შოვნა უჭირს ხალხს, ესენი კი გადასახადს უმატებენ. ამბობენ, რომ გაზრდილი გადასახადით ბიუჯეტში მეტი თანხა შევა, რაც მისასალმებელია, მაგრამ თუ ეს თანხები შემდეგ მათ პრემიებზე, ბენზინსა და ქეიფში უნდა დაიხარჯოს, ჯობია, საერთოდ არ გაიზარდოს ბიუჯეტი. ყველამ კარგად ვიცით, რომ „სითი პარკმა“  თბილისში არ გაამართლა და მისი ერთი-ერთზე გადმოტანა არაა სწორი. მით უმეტეს, თუკი გამარჯვებული კომპანია არ მოაწესრიგებს პარკირების ადგილებს, არ დახაზავს და არ დააგებს გზებს, მაშინ გაგვაგებინონ, ფულს რაში გვახდევინებენ?"-განაცხადა წულაიამ.

 

წულაია ასევე მოუწოდებს საკრებულოს წევრებს, 4 წლის განმავლობაში ერთი სასიკეთო გადაწყვეტილება მაინც მიიღონ და დადგენილებას გადახედონ. მისივე განცხადებით, ქუთაისში პარკირების მაქსიმალური საფასური 30 თეთრი უნდა იყოს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია