დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა სასჯელი დაეკისრება „ტორპედოს“ ფანებს?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/03/10 12:32:22

დღეს ქუთაისის საქლაქო სასამართლოში „ტორბედოს“ სტადიონზე გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულების პროცესი აიმართებაცოტა ხანში გაირკვევა, აღმკვეთ ღონისძიებას რა ფორმით შეუფარდებენტორპედოს“ 16 ფანს.

 

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე კი გაირკვევა, თუ რა სახის სანქცია დაეკისრება სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების გამო ქუთაისის „ტორპედოს“.  სხდომის ჩატარების თარიღი დღეს გახდება ცნობილი.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, ქუთაისში „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

 

აუცილებლად უნდა მოხდეს ფაქტის სათანადო შეფასება, რათა სამომავლოდ მსგავსი ინციდენტები თავიდან იყოს აცილებული“,- განაცხადა ლევან ყიფიანმა.  

 

გუშინ, მატჩის მეორე ტაიმის მსვლელობისას, ქუთაისის „ტორპედოს" სტადიონზე შეჭრილი  ასობით ქუთაისელი გულშემატკივრის შეჩერება პოლიციამ ვერ შეძლო, რის შედეგადაც მსაჯმა იძულებითი შესვენება გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ თამაში ჩაიშალა. თბილისელმა ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ თამაშს არ გააგრძელებდნენ.  


ქუთაისის „ტორპედოს" სტადიონზე მომხდარ ინცინდენტს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელიც გამოეხმაურება.  


შოთა მურღულიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეს იყო დადგმული სცენარი იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც სურს, რომ ქალაქში ფეხბურთი არ განვითარდეს.  

 

„სტადიონზე გულშემატკივარი არ შეჭრილა, ეს იყო მოქალაქეთა ის ჯგუფი, ვისაც სურს, რომ ქუთაისში ფეხბურთი ვერ განვითარდეს. დღევანდელ დღეს მოკვლევა სჭირდება."- განაცხადა მურღულია.  

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21- შეხვედრა ქუთაისისტორპედოსადა თბილისისდინამოსშორის ჩაიშალა. მეორე ტაიმის დასაწყისშიტორპედოსგულშემატკივარმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე მათგანი სტადიოზე შევარდა დადინამოსფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია