საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ათონელმა ბერებმა პუტინი და პატრიარქი კირილი ანათემას გადასცეს (Video)
2014/03/10 11:41:48

ათონელმა ბერებმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პატრიარქი კირილ გუნდიაევი და რუსული ეკლესიის მსახურები ანათემაზე გადასცეს, - ამ სათაურით რამდენიმე უკრაინულ და რუსულ ბლოგზე 28-წუთიანი ვიდეო ვრცელდება.

 

ვიდეოში მღვდელმსახური სპეციალური ლოცვის წაკითხვამდე მრევლს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს და მას უამრავი მტერი ჰყავს. 
„ყველა ეს ადამიანი დამსახურებულად მიიღებს თავისი საქმეების გამო“, - ამბობს მღვდელმსახური. იგი რუსული საპატრიარქოს ცოდვებზეც საუბრობს, პუტინსა და მის გარემოცვას კი„დამნაშავეთა დაჯგუფებას" უწოდებს და ანათემაზე გადასაცემთა რიცხვში სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქ კირილს, რუსული ეკლესიის მღვდელმსახურებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოიხსენიებს.


„ამ ადამიანებს სამუდამო ტანჯვა ელით სააქაო ცხოვრებაში, რასაც იმსახურებენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ღალატისა და მილიონობით ქრისტიანისთვის ჯოჯოხეთის მოვლენისთვის“, - ამბობს მღვდელმსახური.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია